"გავიგე სროლა და ბექას ყვირილი, დაჭრილი ვარო" - სიკვდილს გადარჩენილი პოლიციელები ტრაგედიის დეტალებზე

"გავიგე სროლა და ბექას ყვირილი, დაჭრილი ვარო" - სიკვდილს გადარჩენილი პოლიციელები ტრაგედიის დეტალებზე

მეგობრის გარდაცვალების ამბავი ვალერიან გრძელიშვილს რამდენიმე დღის წინ გაუმხილეს. კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, რომელიც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, "იმედის კვირამ" ჩაწერა.

"ვუსამძიმრებ ოჯახის და მინდა ბოდიში მოვუხადო, რომ ვერ გავუფრთხილდი. ვერაფერს ვერ ვიტყვი...

(შალვა აბულაძეს) ეცვა ხაკისფერი დიდჯიბეებიანი სამხედრო შარვალი და ლურჯი ქურთუკი. ჩვენსკენ ისე გამოიხედა, რომ არ ესიამოვნა აშკარად პოლიციელების დანახვა. საეჭვოდ მოგვეჩვენა და დავუძახეთ. როგორც მივუახლოვდით და შემოტრიალდა, დავინახე, რომ იარაღს მესროდა. მერე გავიგე კიდევ სროლა და ბექას ყვირილი, დაჭრილი ვარო. აღვიდგინე, რომ ნამდვილად შალვა აბულაძე იყო.

ვალერიან გრძელიშვილის თქმით, მათ ვერ იცნეს, რომ ვარკეთილის მეტროსთან ე.წ. რეიდის დროს შეჩერებული საეჭვო პიროვნება 2 თვით ადრე ბორჯომში პოლიციელის მკვლელობისთვის ძებნილი იყო. რომ სცოდნოდათ ეს აბულაძე იყო, მის ასაყვანად სხვა ტიპის ოპერაცია დაიგეგმებოდა. თავდამსხმელი დაჭრილმა პოლიციელმა მხოლოდ აბულაძის ფოტოების ნახვის შემდეგ ამოიცნო.

თბილისში პოლიციელებზე თავდასხმამდე 2 თვით ადრე ბორჯობში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები დაჭრეს. გიორგი მახარაშვილი, რომელსაც 7 ტყვია მოხვდა, სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ამბობს, რომ გადატენილი იარაღიდან 17 ტყვია თავდამსხმელმა 8-9 წამში გაისროლა. პოლიციელბმა იარარის ამოღება ვეღარ მოასწრეს.

"ტყვიამ, რომელიც ფეხში მომხდა, დაფშვნა ძვალი და მადევს აპარატი, რომელიც 2 თვე კიდევ მექნება. ძვლის შეხორცების პროცედურა რომ წავიდეს.

ბერუაშვილმა დამიძახა, სისხლისგან ვიცლებიო, შალვამ რომ დაგვცხრილა, და დროზე გადეცი, რომ დახმარება მოვიდესო", - იხსენებს გიორგი მახარაშვილი.

39 წლის გიორგი ბერუაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2 კვირაში გარდაიცვალა, გარდაცვლილის დედა შალვა აბულაძის ამნისტიით გათავისუფლებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს.

შალვა აბულაძის საქმის პროკურორი "იმედის კვირას" დაკავებულის მხრიდან ცეცხლის გახსნის მოტივზე ესაუბრა. ეს იყო იარაღი, რომელიც შალვა აბულაძეს ჰქონდა. პროკურორის განმარტებით, ბორჯომში გაჩერების შემდეგ აბულაძეს აუცილებლად აღმოუჩენდნენ იარაღს, რაც გახდებოდა შალვა აბულაძის დაკავების საფუძველი და სწორედ ამიტომ გაუხსნა ცეცხლი პოლიციელებს შალვა აბულაძემ.

რაც შეეხება თბილისში პოლიციელებისთვის ცეცხლის გახსნას, ამის მოტივი შალვა აბულაძის ძებნილის სტატუსი გახდა, რომელიც ბორჯომში ჩადენილი დანაშაულის გამო იძებნებოდა. გარდა ამისა, კონფიდენციალურიმა წყარომ "იმედის კვირას" კიდევ ერთი სავარაუდო მოტივი გაანდო, რომელიც შეიძლება ცეცხლის გახსნის საფუძველი გამხდარიყო, ის უკავშირდება კრიმინალურ გარჩევას შალვა აბულაძესა და მის მეგობარ ე.წ. ჭინტორას შორის.

შეგახსენებთ, 4 აპრილს ვარკეთილში შალვა აბულაძემ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ცეცხლი გაუხსნა ბექა მარგიშვილსა და ვალერიან გრძელიშვილს. მარგიშვილი მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა, გრძელიშვილი კი ამ დრომდე მკურნალობს. პოლიციელის მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებული შალვა აბულაძე ბორჯომში, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში იმალებოდა და იგი სპეცოპერაციის დროს დღეს, გამთენიისას დააკავეს.

იხილეთ ასევე: რას ამბობს შალვა აბულაძეზე დაჭრილი პოლიციელი, რომელსაც თავდამსხმელმა 7 ტყვია ესროლა

რა ქონებას ფლობს პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული აბულაძე? - "2,5 მილიონის ღირებულების მხოლოდ მიწის ნაკვეთები აქვს"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ