საპატრულო პოლიციის ასმეთაურმა უცხოელ ტურისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

საპატრულო პოლიციის ასმეთაურმა უცხოელ ტურისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

კახეთში საპატრულო პოლიციის ასმეთაურმა გიორგი ნასყიდაშვილმა უცხოელ ტურისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს თვითმხილველებმა აცნობეს. მათი ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ გურჯაანში 6 აპრილს მოხდა.

თვითმხილველების ცნობით, პოლიციელის მიერ ტურისტის შეურაცხყოფამდე ისინი შელაპარაკდნენ. საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ტურისტს უცენზურო სიტყვებით მიმართავდა.

"ტურისტი არ ეთანხმებოდა. ამან შეაგინა და გაარტყა. შემთხვევის ადგილზე გურჯაანის პოლიციის თანამშრომლები მოვიდნენ, რის შემდეგაც ტურისტი პოლიციაში წაიყვანეს", - აღნიშნა თვითმხილველმა.

ეს ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრს შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარე ორგანიზაციის თანამშრომლებმაც დაუდასტურეს. ხოლო შს სამინისტროში ფაქტს არ ადასტურებენ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია