"როცა მივედი, მითხრა, მიშველე, ცუდად ვარო" - დაჩი დარჩიას მკვლელს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"როცა მივედი, მითხრა, მიშველე, ცუდად ვარო" - დაჩი დარჩიას მკვლელს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"დაჩი, ფაქტობრივად, მე ჩამაკვდა ხელში. გამთენიისას, დაახლოებით 4-ის წუთებზე გავიდა სამსახურიდან და სომხურ ეკლესიასთან ორჯერ დაარტყეს დანა. დაჭრილმა მოახერხა და დახმარების სათხოვნელად ბარისკენ გამოიქცა, მკვლელი უკან მოსდევდა და ის დაცვის პოლიციამ დააკავა."

თბილისის საქალაქო სასამართლოში დიჯეი დაჩი დარჩიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ გრძელიშვილის სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაასრულა. სასამართლო სხდომა ხმაურით წარიმართა, ბრალდებულის ახლობლებმა განაჩენით გამოწვეული უკმაყოფილება სასამართლო სხდომაზე ვერ დამალეს.

1994 წელს დაბადებულ მიხეილ გრძელიშვილს სასამართლომ 15 წელი მიუსაჯა. "საქმის არსებითად განხილვისას, ბრალდებულმა მ. გრძელიშვილმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში - გამოიყენა დუმილის უფლება. თბილისის საქალაქო სასამართლომ, საქმის არსებითად განხილვისას საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით ბრალდებული წარდგენილ ბრალდებებში სრულად ცნო დამნაშავედ. ვინაიდან მიხეილ გრძელიშვილი დანაშაულის ჩადენის მომენტში პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა, სასამართლომ მას საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა." - აცხადებენ სასამართლოში. მათივე ინფორმაციით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე 9 სასამართლო სხდომა გაიმართა. სასამართლო პროცესზე ბრალდების 20 და დაცვის 2 მოწმე დაიკითხა.

როგორც სასამართლოში განმარტავენ, სასამართლოს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

სასამართლო სხდომის შემდედ გამოცხადებულ განაჩენთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა პროკურატურამაც:

"სასამართლომ მიხეილ გრძელიშვილ სასჯელის სახით განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 30 აგვისტოს, ქ.თბილისში, ავლაბრის მიმდებარე ტერიოტორიაზე მდებარე "ერევნის სკვერში" მიხეილ გრძელიშვილს შელაპარაკება მოუვიდა დაჩი დარჩიასთან, რა დროსაც გრძელიშვილმა იგი წელის არეში ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი დაჩი დარჩია სკვერიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით გაიქცა, თუმცა მას გრძელიშვილი გაეკიდა და წელის არეში ჭრილობა კვლავ მიაყენა.

იხილეთ გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ