რა მდგომარეობაშია მოზარდი, რომელიც მე-8 სართულიდან გადახტა - მუხიანში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

რა მდგომარეობაშია მოზარდი, რომელიც მე-8 სართულიდან გადახტა - მუხიანში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

მამის ცხედარი ბინაში 20 წლის ქალიშვილმა მოგვიანებით აღმოაჩინა. როგორც ირკვევა, ბინაში მამა და მისი 14 წლის ვაჟი მარტო იყვნენ...

"ბიჭი გვერდულად დაეცა მანქანაზე და ამან იხსნა შინაგანი ორგანოები დაზიანებისგან."

18 აპრილს, შაქარაშვილების ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. 14 წლის ბიჭი მე-8 სართულიდან გადახტა და თავის მოკვლა სცადა. მამამ კი, რომელიც ამ დროს შინ იმყოფებოდა ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა თავი. 14 წლის ბიჭი იაშვილის კლინიკაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული. ჯერ ისევ რეანიმაციაში, აპარატზეა შეერთებული. ექიმები მის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ. მოზარდს სხეულის მრავლობითი მოტეხილობა აქვს და, სავარაუდოდ, რამდენიმე ოპერაცია დასჭირდება.

ბიჭის მრავალსართულიანი კორპუსიდან გადახტომას საკმაოდ ბევრი თვითმხილველი ჰყავდა, ამ დროს ეზოში ხალხი იყო. დაშავებული ბიჭი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ ფაქტის შემხედვარე მამამ ზაქრო შაქარაშვილმა სანადირო ორლულიანი თოფით თავი მოიკლა. მამის ცხედარი ბინაში 20 წლის ქალიშვილმა მოგვიანებით აღმოაჩინა. როგორც ირკვევა, ბინაში მამა და მისი 14 წლის ვაჟი მარტო იყვნენ. სავარაუდოდ, მათ იჩხუბეს და ყველაფერი ასეთი ტრაგედიით დასრულდა. როგორც ამბობენ, ზაქრო შაქარაშვილი ტრაგედიის დროს მთვრალი იყო. ახლობლები ამბობენ, რომ ის მეოჯახე კაცი იყო, მაგრამ რთული სიმთვრალე ჰქონდა. ვარაუდობენ, მამა-შვილს შორის კონფლიქტი სწორედ ამ მიზეზით მოხდა.

მოზარდის და ნინო შაქარაშვილი ტრაგედიის დღეს ივარაუდა, - ჯერ მამამ მოიკლა თავი, ეს რომ ჩემმა ძმამ დაინახა, შეშინდა და ამიტომ გადახტაო, თუმცა ამ ვერსიას ნაკლებად სარწმუნოდ მიიჩნევენ სამართალდამცავები. მეზობლები ამბობენ, რომ ოჯახს ფინანსური პრობლემა არ ჰქონდა. ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი მუშაობდა და სერიოზული კონფლიქტებიც არასდროს ჰოქნიათ. მომხდარით შეძრული ოჯახის მეზობლები და ახლობლები ტრაგედიის მიზეზს ვერ ხსნიან.

ქეთინო, შაქარაშვილების მეზობელი:

-ჯერ მდგომარეობიდან ვერ გამოვსულვარ. ყველანი შოკში ვართ. არ ვიცით რატომ დატრიალდა ეს ტრაგედია. ბიჭი ჩვენს თვალწინ გაიზარდა. ვიდრე პატარა იყო, ბავშვებთან ერთად, სულ ეზოში თამაშობდა, მერე წიგნებით დაინტერესდა, ბერს კითხულობდა და ეზოში იაშვიათად ვხედავდით.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია