"ფეისბუქი" დიდ ცვლილებებს ამზადებს

"ფეისბუქი" დიდ ცვლილებებს ამზადებს

ბოლო წლების განმავლობაში "ფეისბუქი" გამუდმებით იცვლება. მისი ალგორითმი გამუდმებით განიცდის მოდიფიკაციას და საბოლოოდ, ორგანიზაციებისთვის დიდ თავსატეხს აჩენს, რადგან მათი პოსტებისადმი წვდომა სულ უფრო ცოტა მომხმარებელს აქვს. როგორც ჩანს, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ყველა ორგანიზაცია, რომელსაც სურს საკუთარი ”ფეიჯის” პოსტები მომხმარებლებს მიაწოდოს, ვალდებული იქნება ფული გადაიხადოს ამაში. წარმოგიდგენთ სამ მნიშვნელოვან ცვლილებას, რომელსაც "ფეისბუქი" ამზადებს.

1. "ფეისბუქის" მომხმარებლებს შეეძლებათ ერთზე მეტი ისეთი პოსტი იხილონ თავიანთ ”ნიუს ფიდში”, რომელსაც ერთი კონკრეტული გვერდი მიყოლებით განათავსებს. აქამდე "ფეისბუქის" ალგორითმი ფილტრავდა და ბრენდის მოწონებული გვერდის მიყოლებით დადებული პოსტებიდან მხოლოდ ერთი ჩნდებოდა ”ნიუს ფიდში”.

2. "ფეისბუქი" პრიორიტეტს მიანიჭებს მეგობრების მიერ განთავსებულ პოსტებს. თქვენს ”ნიუს ფიდში” გამოჩნდება იმ ადამიანების პოსტები, ფოტოები, ვიდეოები, სტატუსის განახლებები და ლინკები, რომლებთანაც ყველაზე ხშირად ხართ ინტერაქციაში. თუმცა შიგადაშიგ ”ფეიჯების” დაშეარებულ პოსტებსაც შეხვდებით, მაგრამ გაცილებით იშვიათად.

3. "ფეისბუქზე" თქვენ აღარ დაინახავთ ”ნიუს ფიდს”, თუ რა მოიწონეს თქვენმა მეგობრებმა და სად დატოვეს კომენტარი. ეს საგრძნობლად შეამცირებს ”ფეიჯების” განთავსებულ პოსტებზე წვდომას.

მომზადებულია businessinsider.com-ის მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია