ერთი თვის წინ, იტალიაში გარდაცვლილი 31 წლის თამუნა ტრაპაიძე დღეს ჩამოასვენეს

ერთი თვის წინ, იტალიაში გარდაცვლილი 31 წლის თამუნა ტრაპაიძე დღეს ჩამოასვენეს

იტალიაში გარდაცვლილი 31 წლის თამუნა ტრაპაიძის ცხედარი საქართველოში დღეს ჩამოასვენეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ განუცხადა, თამუნა ტრაპაიძის ცხედარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რომი-სტამბული-თბილისის რეისით ჩამოასვენეს.

მისივე ინფორმაციით, ჩამოსვენება იტალიაში საქართველოს საელჩოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მოხდა.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ დასჭირდა ამდენი დრო გარდაცვლილის ჩამოსვენებას, დავით ლორთქიფანიძემ განმარტა, რომ აღნიშნულ საქმეს ადგილობრივი პროკურატურა იძიებს.

"იტალიიდან გადმოსვენებას აქვს თავის პროცედურები. ამასთან, თამუნა ტრაპაიძის გარდაცვალების საქმეს პროკურატურა იძიებს და სწორედ ამან განაპირობა ამ ყველაფრის დროში გაჭიმვა", - განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.

რაც შეეხება ექსპერტიზის პასუხს, დეპუტატის ინფორმაციით, გარდაცვლილს ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომელის პასუხიც მაისის ბოლოს გახდება ცნობილი.

იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში, 31 წლის თამუნა ტრაპაიძე 26 მარტს გამთენიისას გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად ძლიერი ინტოქსიკაცია დასახელდა.

გავრცელებული ცნობით, თამუნა ტრაპაიძე ერთ-ერთ მოხუცთან მომვლელად მუშაობდა. ინტოქსიკაციის მიზეზად სახლში კედლების შეღებვა დასახელდა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია