"სიყვარულისთვის ჯერ არ მცალია" - ვინ არის მრავალი ნიჭით დაჯილდოებული რიგითი ნაკაშიძე, რომელიც უმაღლეს საბჭოს იცავს

"სიყვარულისთვის ჯერ არ მცალია" - ვინ არის მრავალი ნიჭით დაჯილდოებული რიგითი ნაკაშიძე, რომელიც უმაღლეს საბჭოს იცავს

რიგითი გიორგი ნაკაშიძე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურშია. ის აჭარის უმაღლესი საბჭოს დაცვაში მსახურობს... მისმა "X ფაქტორზე" გამოჩენამ კი მაყურებელი და ჟიური გააოცა, - მუსიკალური ნომერი როკის ჟანრში წარმოადგინა.

ამის შემდეგ კი საკმაოდ სასიამოვნო გარეგნობის, 18 წლის ჯარისკაცის ახლოს გაცნობა გადავწყვიტეთ.

გარდა იმისა, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურშია, ბათუმში კონსერვატორიის სასწავლებელშიც სწავლობს. ამასთან, იქვე მუსიკალური ცენტრის თეატრის მსახიობია, მაგრამ ეს საქმიანობა დეკემბრამდე შეჩერებული აქვს, რადგანაც ჯარში სავალდებულო სამსახურს მაგ დროისთვის ასრულებს, თუმცა გულმა მაინც ვერ გაუძლო და "X ფაქტორის" სცენაზე ძალები მაინც მოსინჯა.

- გიორგი, კონკურსზე როკკომპოზიცია წარმოადგინე და თან, საკმაოდ კარგად... საერთოდ, ამ ჟანრში მღერი?

- როკსაც ვმღერი, ოღონდ, ჩემ "პონტში," ისე, კლასიკური ესტრადის მიმართულებით უფრო ვიხრები. საოპერო სიმღერებსაც ვასრულებ, როკოპერაშიც მიმღერია და მოკლედ, ბევრ რამეს ვაკეთებ...

- რა ასაკში დაიწყე სიმღერა?

- მუსიკალურ ცენტრში 11 წლისა მივედი...

- გარდატეხის ასაკში ხმა რომ არ გაუფუჭდეთ, ბიჭების ამღერება არ შეიძლება?..

- ეგ პერიოდი გამოვიარე, მაინც ვმღეროდი, მაგრამ ხმას ვუვლიდი, რომ ძალიან არ გადამტვირთვოდა...

- სიმღერა ვინ გასწავლა?

- ჩემი ვოკალის პედაგოგია მანანა ჩაუშბა. კონსერვატორის სასწავლებელში კი - მარინა ჯახუტაშვილი.

- სერიოზული მუსიკით ყოფილხარ დაკავებული, როკი, როგორც მივხვდი, შენთვის უბრალოდ გატაცებაა.

- კი, ზუსტად ასეა.

- მაყურებელმა, ჟიურიმ მიგიღო, კარგად შეგაფასა. ახლა რა გეგმები გაქვს, რას აპირებ?

- მთელი ძალებით ვემზადები და ვცდილობ, უკეთესად შევასრულო ყველა სიმღერა, რასაც მომცემენ.

კარგად წარმოვადგინო თავი, რადგან ვფიქრობ, რომ მეტი შემიძლია.

- ჯარი არ გაფერხებს ამ სიტუაციაში?

- არა, პირიქით, მეხმარებიან, რომ თბილისში რეპეტიციებზე ვიარო.

- შენი ოჯახიც გაგვაცანი.

- ერთად ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, და, ბაბუა, მამიდა და ბიძია. მე უფროსი ვარ და მყავს 13 წლის და ნინო, რომელიც ძალიან მიყვარს, ჩემი სიცოცხლეა...

- ოჯახში შენი როკით გატაცება მოსწონთ?

- მოსწონთ. ბაბუაჩემი გვერდით მიზის, როცა როკკომპოზიციას ვასრულებ და დიდი სიამოვნებით მისმენს.

- ბაბუა რამდენი წლის არის?

- 80-ის. ისე, როკის მოსმენა მამაჩემმა დამაწყებინა. ოღონდ, თავად არ მღერის. ბებია კი კარგად მღეროდა. დედაჩემის მხრიდანაც აქვთ მუსიკალური მონაცემები.

- ბათუმში კი ცხოვრობთ, მაგრამ საიდან ხართ წარმოშობით?

- ქედაშია ჩვენი დასაბამი, აჭარლები ვართ.

- შეყვარებული არ ხარ?

- სიყვარულისთვის ჯერ არ მცალია (იცინის)...

- არადა, მშვენიერი გარეგნობა გაქვს. ალბათ გოგოები გეხვევიან...

- თაყვანისმცემელი გოგოები კი მყავს, მაგრამ ვერ ვაქცევ ყურადღებას, თან, ხედავენ, რასაც ვაკეთებ, დაკავებული რომ ვარ და ალბათ გამიგებენ...

- კონკურსზე როკსიმღერა რომ შეასრულე, სოფო ნიჟარაძემ გითხრა, რომ როკოპერაში ''სუპერ სთარ'' იუდას როლში გხედავს...

- გამიხარდა. ბათუმში გვაქვს ეგ მიუზიკლი დადგმული და პეტრეს როლი მქონდა, თუმცა იუდას პარტიაც მიმღერია... ჟიურიმ რაც გავაკეთე, იქიდან გამომდინარე მგონი, კრიტიკულად შემაფასა. არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი და თვითშეფასება. კარგია, როცა ხალხი მაფასებს, უფრო მსიამოვნებს.

- როგორც ვატყობ, ამ ეტაპზე მუსიკის გარდა, სხვა გატაცება არ გაქვს.

- მაქვს რაღაც გეგმები. უმაღლესი განათლებაც მინდა, რომ მივიღო. ბათუმში ვცხოვრობ და სურვილი მაქვს, ტურიზმის მიმართულებით ვისწავლო. ამაზე ვფიქრობ. არ იქნება ცუდი, ორი პროფესია რომ მქონდეს.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

იხილეთ გიორგის გამოსვლა "X ფაქტორში"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია