ყველაზე მოთხოვნადი ვაკანსიები საქართველოში: რა პროფესიის ადამიანებს აქვთ მეტი შანსი

ყველაზე მოთხოვნადი ვაკანსიები საქართველოში: რა პროფესიის ადამიანებს აქვთ მეტი შანსი

კონსულტანტი, დისტრიბუტორი, სტილისტი – შეიძლება ითქვას, რომ ეს საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი ვაკანსიების ტოპ-სამეულია. დამსაქმებლები სწორედ ამ სფეროში მომუშავე ხალხს ითხოვენ.

როგორც Ambebi.ge-ს Saqme.ge-ს რედაქტორმა ლელა არაბულმა უთხრა, დასაქმების ბაზარზე ძირითადი მოთხოვნა მომსახურების სფეროზეა, სადაც მინიმუმ ერთწლიან სამუშაო გამოცდილებას ითხოვენ და საშუალო ხელფასს გთავაზობენ.

-მოთხოვნა ძირითადად, მომსახურების სფეროზეა, მაგალითად, ყველაზე ხშირად ითხოვენ კონსულტანტებს, სტილისტებს, ავტო მრეცხავებს, მენეჯერებს, დისტრიბუტორებს, პრომო გოგონებსა და ბიჭებს, ასევე, პოპულარულია ქსელური მარკეტინგი, როცა გთავაზობენ დასაქმებას და ხელფასის ზრდის პერსპექტივას. იშვიათად ეძებენ ექიმს. შეიძლება მოთხოვნა იყოს სტომატოლოგზე. ზოგჯერ შეხვდებით ვაკანსიებსაც, სადაც ბანკები ეძებენ კადრებს.

ასევე დაგაინტერესებთ| ვინ რამდენ ფულს შოულობს საქართველოში - პროფესიები, რომელთა ანაზღაურება 1 500 ლარს აღემატება

- დროის მიხედვით თუ იცვლება ვაკანსიები?

- ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ამ მხრივ ცვლილება მნიშვნელოვნად დიდი არ არის.

-საშუალოდ, ხელფასს რამდენს სთავაზობს დამსაქმებელი?

-რაც შეეხება ხელფასს, ძირითადად არ უთითებენ ხოლმე, თუმცა ყველაზე ხშირად მითითებული ხელფასის რაოდენობა 350-დან 800 ლარამდე მერყეობს. განთავსებულ განცხადებებში დამსაქმებლის ძირითადი მოთხოვნა სამუშაო გამოცდილება და პროფესიის შესაბამისი უნარ-ჩვევების ქონაა. განცხადებებს ძირითადად კერძო პირები ანთავსებენ, თუმცა არის მოთხოვნა საჯარო სექტორიდან და სახელმწიფო უწყებებიდან.

-როგორც ვიცით, თავად სამუშაოს მაძიებლებიც აგზავნიან განცხადებებს, ძირითადად, რომელ სფეროში ითხოვენ დასაქმებას?

-ჩვენს ვებგვერდზე Saqme.ge თავად მომხმარებელსაც შეუძლია განცხადების განთავსება, ანუ მათ, ვინც სამსახურს ეძებს. ამ კუთხით ყველაზე ხშირად მოთხოვნა აქვთ ბუღალტრებს ან ოჯახში დამხმარეებს, ძირითადად ძიძებს.

რედაქციის რეკომენდაციით| როგორ დავსაქმდეთ: ცნობილი ქართული კომპანიების HR-ების რჩევები სამსახურის მაძიებლებს

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ