ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი იდენტიფიცირებულია

ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი იდენტიფიცირებულია

ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი იდენტიფიცირებულია. რაც შეეხება დამკვეთს, იმ პირთა წრე გვეტყვის, ვის გარშემოც ეს პირი ტრიალებდა, - ამის შესახებ ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის ოჯახის ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, გამოძიებას უკვე აქვს დასაბუთებული ვარაუდი მკვლელის ვინაობაზე.

რაც შეეხება კითხვას, დატოვა თუ არა ეჭვმიტანილმა საქართველოს ტერიტორია, ადვოკატის ინფორმაციით, ის გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ინფორმაციას ვერ დაადასტურებს.

ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ ბესიკ ხარძიანის პირველი ოჯახის წევრების განცხადებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ "სიტყვა გაექცათ".

"ბესიკ ხარძიანის პირველ ვაჟს სიტყვა გაექცა, რადგან ნაკლებად იყო ის არგუმენტირებული. ის საფუძვლები რაც მას მოჰყავს, თითქოს რაღაც აქვს ნანახი, საკმარისი არ არის, რომ ბესიკ ხარძიანის მეუღლე ეკა ნონიკაშვილი დაადანაშაულოს. ამას გამოძიება გაარკვევს რას ეფუძნებოდა ბატონი მიშა ხარძიანის გამონათქვამები", - განაცხადა მალხაზ სალაყაიამ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ