"16 აპრილს ქორწინების 5 წლისთავი ჰქონდათ" - ავტოავარიას შეწირული ცოლ-ქმრის სულისშემძვრელი ამბავი

"16 აპრილს ქორწინების 5 წლისთავი ჰქონდათ" - ავტოავარიას შეწირული ცოლ-ქმრის სულისშემძვრელი ამბავი

ორიოდე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. მგზავრები სოფელი ძველანაგიდან, საერთო მეგობრის ქორწილიდან ბრუნდებოდნენ, მანქანაში სულ ხუთი ადამიანი იჯდა. შემთხვევა ღამით მოხდა, სავარაუდოდ, მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და უბედურებაც დატრიალდა...

გვესაუბრება გარდაცვლილი წყვილის ახლობელი:

- ღამის 3 საათისთვის წამოსულან ქორიწლიდან. მანქანაში ხუთნი იყვნენ, ყველანი ერთმანეთის კლასელები, ბავშვობის მეგობრები არინ, ორი ბიჭს მეუღლეები ახლდათ, ერთს კი ცოლი არ ჰყავს ჯერ. ისიც კლასელი იყო, ვისი ქორწილიდანაც ბრუნდებოდნენ. მომხდარს ორი ადამიანი შეეწირა, დაღუპული ცოლ-ქმარი, ბოდბისხეველი ახალგაზრდები არიან. მიშო ალადაშვილი და მარიამ ობოლაშვილიც კლასელები იყვნენ, 21 წლის ახალგაზრდები... მთელი ბავშვობა ერთმანეთი უყვარდათ და სკოლის დამთავრებამდე შეუღლდნენ. 16 პარილს ქორწინების 5 წლისთავი ჰქონდათ. ძალიან ბედნიერები იყვნენ...

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია