მსახიობი დაკავების დეტალებზე: გიორგი ნაკაშიძეს პოლიცია ''ჯიგრულად'' მოექცა

მსახიობი დაკავების დეტალებზე: გიორგი ნაკაშიძეს პოლიცია ''ჯიგრულად'' მოექცა

ცნობილი მსახიობი გიორგი ნაკაშიძე ბოლო დროს ახალი ამბების ერთ-ერთ გმირად იქცა. მკითხველს კარგად ახსოვს ქართველების მოგზაურობა ჰოლივუდში ''ოსკარის'' დაჯილდოების ცერემონიაზე.

გიორგი მიშა მესხსა და ია სუხიტაშვილთან ერთად სტამბოლის აეროპორტში დიდთოვლობის გამო სამი დღით ჩარჩა და კინაღამ ცერემონიის მიღმა დარჩა. მანამდე საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია ნაკაშიძის განცხადებამ იმასთან დაკავშირებით, რომ კულტურის სამინისტრო მათ საკმარისად არ დაეხმარა. ზოგმა ამ გამოსვლის გამო გააკრიტიკა, სხვამ კი საქციელი მოუწონა.

ჰოლივუდიდან დაბრუნებულმა მიშა მესხმა და ია სუხიტაშვილმა მედიასთან გულახდილად ისაუბრეს თავიანთი თავგადასავლების შესახებ, რასაც ნაკაშიძეზე ვერ ვიტყვით. ის მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა ტელევიზიით, როცა ეკა ხოფერიას გადაცემაში ჩაერთო გერმანიიდან, სადაც მძიმე ჰოლივუდური დღეების შემდეგ მეგობარს დასასვენებლად ესტუმრა.

''თვითმხილველი #1: ცოტა მოშორებით ვიდექი, როცა ვიღაც ნასვამი მობარბაცე მამაკაცის უშვერი სიტყვებით გინების ხმა გავიგე. ყვიროდა, გიორგი ნაკაშიძე ვარ და თუ ტრაკი გაქვთ, დამიჭირეთ, პატრულო, მე თქვენი ესე და ისეო. მერე ენდროთი მოვაჭრეს მივარდა და ენდროები სულ ძირს მოუბნია, თან იგინებოდა. იქვე იდგა პატრული და ამ მთვრალ მამაკაცს ამშვიდებდნენ. თავიდან გამიკვირდა კიდეც, რატომ არ აკავებენ-მეთქი, მაგრამ ახლოს რომ მივედი, ''მანდარინების'' მსახიობი აღმოჩნდა და ალბათ, ამიტომ არ დააკავეს მაშინვე, თუმცა პატრულს არ მისცა გასაქანი და მათ მანქანას მუშტებს ურტყამდა, თან ძალიან ცუდი სიტყვებით აგინებდა თანამშრომლებს. პატრულიც იძულებული გახდა დაეკავებინა, დიდი ბრძოლის შემდეგ ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება