რა ორიგინალური საჩუქარი გაუკეთა შეყვარებულმა ბექა ხოფერიას დაბადების დღეზე

რა ორიგინალური საჩუქარი გაუკეთა შეყვარებულმა ბექა ხოფერიას დაბადების დღეზე

ბექა ხოფერია დღეს იუბილარია. მან საქართველო რამდენიმე თვის წინ დატოვა და ახლა რუსეთში ცხოვრობს. როგორც ცნობილია, ბექას შეყვარებულიც ყავს და მასთან დაოჯახებასაც აპირებს. მისი რჩეული ასირიელი გოგონა ინა ოსიპოვაა, რომელმაც იუბილარ შეყვარებულს საჩუქარი გაუკეთა.

"ჩემი გოგოს საჩუქარი, მიყვარხარ" - წერს ბექა სურათის დაკომენტარებისას.

"დიდი ხანია, შეყვარებული მყავს. ძალიან ბედნიერი ვარ და ვიცი, რომ მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებით", - აღნიშნა ბექამ ჟურნალ "რეიტინგთან" ინტერვიუს დროს. [იხილეთ მეტი]

შეგახსენებთ, რომ ბექა საქართველოში აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა. მისი პოლიტიკური პროტესტიც არაერთხელ გვინახავს. ახალი ხელისუფლების დროს პატრულთან მომხდარი გაუგებრობის გამო დააკავეს კიდეც, მაგრამ განყოფილება მალე დატოვა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება