რა ქონებას ფლობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრობის კანდიდატი

რა ქონებას ფლობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრობის კანდიდატი

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრობის კანდიდატ გიგლა აგულაშვილს, რომელიც ამ დრომდე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი იყო, ბოლო დეკლარაცია გასული წლის 17 დეკემბერს აქვს შევსებული.

დეკლარაციის თანახმად, ის წავკისში 1 000.00 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს ფლობს. თბილისში კი 83.00 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი, 30.00 კვ.მ ფართობის ავტოფარეხი, 49.91 კვ.მ და 254.55 კვ.მ ფართობის არასაცხოვრებელი ფართი აქვს. აგულაშვილის მფლობელობაშია საგარეჯოში 4402.00 კვ. მ და 880.26 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთები.

რაც შეეხება მოძრავ ქონებას, ის Mitsubishi Pajero Io-ს მფლობელია.

მინისტობის კანდიდატს, "თიბისი" ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 191.26 ლარი ერიცხება, "თიბისი" ბანკის ვიზა კლასიკზე 1 160.67 დოლარი, ბანკი "ქართუს" ვიზა პლატინუმზე კი 7 116.46 ლარი. აგულაშვილს ნაღდი ფულის სახით 5 000.00 დოლარი აქვს.

დეკლარაციის გასავლის გრაფაში მითითებულია, რომ აგულაშვილმა შვილების სწავლის საფასურის სახით 19 000.00 და 3 500.00 ლარი გადაიხადა. ავიაბილეთში - 1 260.00 დოლარი, სასოფლო-სამეურნეო მიწის დამუშავებისთვის კი 8 000.00 ლარი.

რაც შეეხება შემოსავალს, აგულაშვილს მითითებული აქვს, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციით მან 25 000.00 ლარი მიიღო.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

ვინ არის და რა ქონებას ფლობს ახლად დანიშნული მინისტრი?

მთავრობა 17 წლამდე ბავშვებს ერთჯერადად 200 ლარით დაეხმარება, რა დახმარებას მიიღებენ სტუდენტები?

მთავრობა შემოდგომაზე 4 თვის კომუნალურ გადასახადებს დაფარავს - ვინ მიიღებს 300-ლარიან დახმარებას?