"ჩემმა დამ ერთი გოჭი მაჩუქა და სახლში ორი ქათამი მყავს" - რატომ მოუხსნეს სოციალური შემწეობა 72 წლის ქალბატონს?

"ჩემმა დამ ერთი გოჭი მაჩუქა და სახლში ორი ქათამი მყავს" - რატომ მოუხსნეს სოციალური შემწეობა 72 წლის ქალბატონს?

ლანჩხუთში, სოფელ ნიგვზიანში მცხოვრები 72 წლის ქალბატონი ლიანა გალოგრე ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და საკუთარი პრობლემების შესახებ "გურიის მოამბესთან" საუბრობს. ხანდაზმული ქალბატონი პატარა, ავარიულ სახლში წლებია მარტო ცხოვრობს და ოჯახში ხმის გამცემიც არავინ ყავს. სახლში მძიმე პირობები აქვს და დამხმარე კი არავინ. ამას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც ემატება, 150 ლარიანი პენსია კი მედიკამენტების შესაძენადაც არ ყოფნის. სოციალური დახმარება მას  წლების წინ მოუხსნეს და ქალბატონის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მან სოციალურ სამსახურს განცხადებით არაერთგზის მიმართა, დახმარების აღდგენა მაინც ვერ მოხერხდა. ქალბატონი შემწეობის შეწყვეტის მიზეზს ვერ ხსნის, რადგან სახლში ძვირადღირებული არაფერი გააჩნია.

"ჩემმა დამ ერთი გოჭი მაჩუქა და სახლში ორი ქათამი მყავს. მეტი მე არაფერი გამაჩნია, მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ. ხანდახან მეზობელს თუ შევეცოდები, რამეს თუ მომიკითხავს, ეს არის. შვილები კი მყავს, მაგრამ გადახვეწილნი არიან და წლებია არ მინახავს. აქამდე კი მოვედი ჩემით, ჩემს თავს ვპატრონობდი და ახლა დახმარება ძალიან მჭირდება. ჩემი შემოსავალი, მხოლოდ პენსიაა - 150 ლარი. ოსტეოქონდროზი და მაღალი წნევა მაწუხებს. წამლების ყიდვას ვერ ავუდივარ. ამას გარდა, პურის ფულიც ხომ მინდა. ხორცს მე ვერ ვყიდულობ და ყველს. ეგ ფუფუნება კაი ხანია აღარ მქონია", - ყვება თვალცრემლმორეული მოხუცი.

ლიანა გალოგრეს სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად, წლების წინ ოთახები დაეწვა და მას შემდეგ უსახსრობის გამო შეკეთება ვერ მოახერხა. ამის გამო, სახლში სახურავიდან წყალი ჩამოდის და ოთახში ხშირად სველ საწოლში უწევს დაძინება.

იხილეთ ვრცლად

"გურიის მოამბე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა