ტრაგედია ლანჩხუთში - რატომ მოიკლა თავი ორი შვილის დედამ?

ტრაგედია ლანჩხუთში - რატომ მოიკლა თავი ორი შვილის დედამ?

"გოგო 15 წლის გათხოვდა, შვილი 8 წელიწადი არ ჰყავდა, ალბათ ამ ხნის განმავლობაში დარდს ატარებდა, თუმცა არ იმჩნევდა, იჯახიც გვერდით ედგა. ცოლ-ქმრის ჩხუბი და აყალ-მაყალი არავის გაუგია."

ბოლო ხანს ქვეყანაში სუიციდის შემთხვევები საკმაოდ გახშირდა. ფსიქოლოგთა თქმით, პრობლემა მეტად სერიოზულია, რომელსაც მასშტაბური კვლევა სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული შემთხვევა სუბიექტურია და კონკრეტულად შესასწავლი, ამგვარი შემთხვევების პროვოცირებას ფსიქოლოგიური პრობლემები და მძიმე სოციალური ფონიც უწყობს ხელს.ამჯერად ტრაგედია ლანჩხუთის მინიციპალიტეტის პატარა სოფელი ქვიანში დატრიალდა, სადაც ახალაგზარდა ქალმა, ორი მცირეწლოვანი შვილის დედამ თავი მოიკლა. მომხდარით შეძრულია ოჯახი, მთელი სოფელი, ამბობენ, რომ 32 წლის ქალს ამის მიზეზი არ ჰქონდა... გარადაცვლილს მშვიდ, მხიარულ და გაწონასწორებულ ადამიანად მიიჩნევდნენ... ყველას ერთი კითხვა აწუხებს - რა მოხდა?! ნათია ამავე სოფელში დაიბადა და გაიზარდა, ხალისით სავსე და მოსიყვარულე გოგონა ცოლად თანასოფლელს 15 წლის გაჰყვა...

ლ. კ; სოფელ ქვიანის მცხოვრები:

- ძალიან მიმძიმს მომხდარზე ლაპარაკი, თითქოს ნათიას ლაპარაკი და სიცილი ჩამესმის... გოგო 15 წლის გათხოვდა, შვილი 8 წელიწადი არ ჰყავდა, ალბათ ამ ხნის განმავლობაში დარდს ატარებდა, თუმცა არ იმჩნევდა, იჯახიც გვერდით ედგა. ცოლ-ქმრის ჩხუბი და აყალ-მაყალი არავის გაუგია. პირიქით, რაც ჩვენ ვიცით და გარედან ჩანდა, მუდამ ქმრის გვერდით იყო, ყანაშიც ერთად მუშაობდნენ და ლხინშიც ერთად იყვნენ.…დედამთილ-მამათილი თბილი და ტკბილი ხალხია, რასაც ვუყურებდით სიამატკბილობა ჰქონდათ ოჯახში. ნათიას ორი ობოლი დარჩა, ერთი 6 წლისაა, მეორე კი - წლისა და 7 თვის...

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია