"იქნებ მიმითითოთ, გაბრაზებული ვისზე ვარ?" - გიორგი მარგველაშვილი ინგა გრიგოლიას

"იქნებ მიმითითოთ, გაბრაზებული ვისზე ვარ?" - გიორგი მარგველაშვილი ინგა გრიგოლიას

ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "რეაქციის" ეთერში, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა კითხვაზე, - დღევანდელი მისი გადაწყვეტილება ხომ არ იყო გაბრაზებულ გულზე მიღებული, ასე უპასუხა:

"მე ამას მივეჩვიე. მე დავამთავრე ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, ვარ ფსიქოლოგი. როდესმე გაგიგიათ ჩემგან, რომ რომელიმე ადამიანის ფსიქოლოგიური ანალიზი გავაკეთო ისეთი სიღრმით, როგორსაც  ვხედავთ ჩემთან მიმართებაში? ამდენი ახსნა ჩემი პიროვნების, შეიძლება საინტერესოა, მაგრამ გაბრაზებული ვისზე ვარ, იქნებ ისიც მიმითითოთ? ვარ ჩვეულებრივი ემოციური ადამიანი, მაგრამ დღეს არანაირი გაბრაზება არ მქონია. მე დავიცავი პარლამენტარების უფლებები. ეს ჩემი ვალდებულება იყო. როცა მე დავინახე, რომ პროცესი მიდიოდა ნაჩქარევად, შევქმენი შესაძლებლობა, რომ ის დამშვიდდეს. კი ბატონო, იყოს გაღიზიანება ჩემ წინააღმდეგ, მაგრამ შედეგი ხომ ეს იქნება - დეპუტატები უფრო ინტენსიურ დიალოგში შევლენ. მე ამის იმედი მაქვს. იმედი მაქვს - ნიშნავს იმას, რომ ეს უნდა გამეკეთებინა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენა ერთი კვირით გადადო. როგორც მარგველაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მას რჩება შთაბეჭდილება , რომ მთავრობა ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობს.

"ვიყენებ კონსტიტუციით მონიჭებულ ერთადერთ შესაძლებლობას და ერთი კვირის ვადით გადავდებ იმ ხელმოწერას, რომელიც უნდა დამესვა მთავრობის სიაზე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."