თინა ხიდაშელი ე.წ კაბელების საქმის გაცნობას არ აპირებს

თინა ხიდაშელი ე.წ კაბელების საქმის გაცნობას არ აპირებს

თავდაცვის მინისიტრის პოსტზე წარდგენილმა თინა ხიდაშელმა გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, რომ იგი ე.წ კაბელების საქმით არ დაინტერესდება.

"როგორც თავდაცვის მინსიტრი, მე ამ საქმეს არ ვიცნობ და გაძლევთ პირობას, რომ როგორც თავდაცვის მინისტრი, მე ამ საქმეს არ გავიცნობ. საქმე გასულია თავდაცვის სამინისტროდან, ის პროკურატურაშია გადატანილი. არცერთ შემთხვევაში, მე ამ საქმეში არ ჩავერევი, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, როგორი პოპულარული ან არაპოპულარულიც არ უნდა იყოს ეს განცხადება. მე ამ საქმეს ვიცნობ იმდენად, რამდენადაც პარლამენტის რიგითი წევრისთვის შესაძლებელი იყო. მე ამ საქმეზე ბევრი მაქვს ნათქვამი და დღეს მე რომ ისევ ვისაუბრო, ეს ინტერპრეტირებული იქნება, როგორც ზეწოლა სასამართლოზე", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ