ალპების ტრაგედიის პირველადი ანგარიში - როგორ ვარჯიშობდა ლუბიცი თვითმფრინავის ჩამოგდებაში

ალპების ტრაგედიის პირველადი ანგარიში - როგორ ვარჯიშობდა ლუბიცი თვითმფრინავის ჩამოგდებაში

"ერთხელაც მე გავაკეთებ იმას, რაც სისტემას შეცვლის, ყველა გაიგებს ჩემს სახელს და დამიმახსოვრებენ".

"ანდრეას ლუბიცი - მეორე პილოტი თვითმფრინავისა, რომელიც ა.წ. 24 მარტს, საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით ჩამოვარდა, ავიაკატასტროფის პროვოცირებისთვისმი მიზანმიმართულად ემზადებოდა." - ვკითხულობთ 6 მაისს, ავიაკატასტროფის თაობაზე გამოქვეყნებულ პირველად ანგარიშში, რომელიც საფრანგეთის სატრანსპორტო შემთხვევების გამოძიებისა და ანალიზის ბიურომ მოამზადა.

საქმის ახალი დეტალები

თვითმფრინავი ბარსელონადან დიუსელდორფში მიფრინავდა, თუმცა დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ კატასტროფის დღეს, დიუსელდორფიდან ბარსელონასკენ ფრენისას ლუბიცმა რამდენჯერმა სცადა თვითმფრინავის ფრენის სიმაღლის შემცირება.

"მეორე პილოტმა რამდენჯერმე სცადა მთელი 100 ფუნტით შეემცირებინა ფრენის სიმაღლე, ამას აკეთებდა სოწრედ მაშინ, როდესაც პილოტის კაბინაში მარტო რჩებოდა." - წერია ანგარიშში. მასში ასევე აღნიშნულია, რომ ეს მოქმედებები ლუბიცმა განახორციელა მას შემდეგ, რაც ბორდოს მართვის ცენტრიდან მისცეს თანხმობა ესპანეთთან მიახლოებისთანავე დაეწყო ფრენის სიმაღლის ნელ-ნელა შემცირება.

როგორც ექსპერტებმა გამოარკვიეს, ლუბიცმა მიიღო მითითება, რომ 37 ათასი ფუტის (თითქმის 12, 3კმ) სიმაღლიდან თვითმფრინავი დაშვებულიყო 35 ათას ფუტამდე (10კმ) სიმაღლეზე. მან ამის ნაცვლად ავტოპილოტში შეიყვანა დაშვების სხვა მონაცემები, რის შედეგადაც თვითმფრინავი აუცილებლად შეასკდებოდა კლდეებს, თუმცა მალევე მან ეს მონაცემები შეცვალა და მიუთითა ცენტრიდან მიღებული მონაცემები. შემდგომ მან კიდევ რამდენჯერმე შეცვალა ფრენის სიმაღლე, ამ პერიოდში თვითმფრინავი ეშვებოდა ნელ-ნელა, შესაბამისად მეორე პილოტის მოქმდებები შეუმჩნეველი დარჩა.

საბოლოოდ თვითმფრინავი მშვიდობით დაეშვა ბარსელონაში, თუმცა თავისი საშინელი გეგმა ლუბიცმა უკანა გზაზე - დისელდორფისკენ ფრენისას განახორციელა.

იხილეთ გაგრძელება

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა