თელავში 82 წლის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო

თელავში 82 წლის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო

თელავის რაიონის სოფელ ბუშეტში 82 წლის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო. გარდაცვლილი მისმა შვილებმა საცხოვრებელ სახლთან მდებარე სათავსოში იპოვეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფლის რწმუნებულმა განუცხადა, მამაკაცის თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზი ოჯახური პრობლემები გახდა.

"მამაცაცი შვილებმა საცხოვრებელი სახლის უკან მდებარე სათავსოში იპოვეს. მან თავის მოკვლის მიზნით რამდენიმე ხნის წინ, საწამლავიც დალია", - განაცხადა სოფელ ბუშეტში გამგებლის წარმომადგენელმა პაატა გიორგაძემ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წყარო: ick.ge

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია