როგორია კარალეთის სკოლიდან საავადმყოფოში გადაყვანილი მოსწავლეების მდგომარეობა - ჯანდაცვის სამინისტროს კომენტარი

როგორია კარალეთის სკოლიდან საავადმყოფოში გადაყვანილი მოსწავლეების მდგომარეობა - ჯანდაცვის სამინისტროს კომენტარი

გორის ბავშვთა საავადმყოფო "იავნანაში" მოთავსებული მოსწავლეეების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სამმა მათგანმა კლინიკა უკვე დატოვა.

კლინიკის ხელმძღვანელობის თქმით, სტაციონარს გვიან ღამემდე, სავარაუდოდ, დანარჩენი 7 მოზარდიც დატოვებს.

მკურნალი ექიმები ზუსტ დიაგნოზზე ვერაფერს ამბობენ, თუმცა კლინიკური ნიშნების მიხედვით საკვებისმიერი ინტოქსიკაციისა და წყლით მოწამვლის ვერსიას გამორიცხავენ.

კარალეთის სკოლაში მომხდარ ფაქტის მოკვლევას რამდენიმე უწყება ერთდროულად ატარებს. უცნობია შსს-ს გორის სამმართველოში დაწყებული გამოძიების ოფიციალური ვერსია.

სკოლის დირექტორი საზოგადოებას და მედიასაშუალებებს სთხოვს, ექსპერტიზის საბოლოო დასკვნამდე თავი შეიკაონ სხვადასხვა დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, სავარაუდოდ, ორშაბათს იქნება ცნობილი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბაშვების მოწამვლის მიზეზი წყლით, გაზით ან საკვებით ინტოქსიკაცია არ გამხდარა.

როგორც "ინტერპრესნიუს" ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ავთანდილ თალაკვაძემ განუცხადა, დაავადებათა კონტროლის წარმომადგენლები კარალეთში დილიდან იმყოფებოდნენ.

"წყლით, გაზითა და კვებით მოწამვლა გამოირიცხა. სისხლის ანალიზი აღებულია, გადაგზავნილია ექსპერტიზაზე და ამ წუთის მდგომარეობით მიმდინარეობს მოკვლევა. ბავშვებს უტარდებათ ამბოლატორიული მკურნალობა. 5 ბავშვი გაეწერა, აღენიშნებოდათ თავბრუსხვევა და პირღებინების შეგრძნება. ადგილზე რჩება 8 ბავშვი და დღის ბოლომდე ისინიც გაეწერებიან. 1-2 საათში იქნება ცნობილია ექსპერტიზის პასუხი", - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

კარალეთის საჯარო სკოლიდან ათი მოზარდი გორის ბავშვთა საავადმყოფოში დღეს კანკალის, თავბრუსხვევისა და შიშის შეგრძნების სიმპტომებით გადაიყვანეს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია