ირაკლი სესიაშვილი - ჩვენ მართლაც სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ

ირაკლი სესიაშვილი - ჩვენ მართლაც სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ

ჩვენ მართლაც სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ, ვინაიდან "ნაციონალური მოძრაობის" ლექსიკაში არ არსებობს სიტყვა "პასუხისმგებლობა", - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

"სანამ ამ ტრიბუნამდე მოვიდოდი, ვფიქრობდი, რომ მართლაც აღარ ღირს წარსულზე ორიენტირება, მაგრამ ამ დარბაზში მოვისმინეთ არაერთი დემაგოგია. რიგ შემთხვევებში თქვენ მოისმინეთ შეკითხვები, ბატონო ირაკლი, რომელიც შორს იყო რეალობისგან, მაგრამ თქვენ ისმენთ შეკითხვებს შეკითხვებისთვის, იმისთვის, რომ ეს შეკითხვები მოხვდეს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ კონტროლირებად ტელევიზიებში და არა თქვენი პასუხები. ჩვენ მართლაც სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ და განმასხვავებელი ნიშანია ის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლექსიკაში არ არსებობს სიტყვა პასუხისმგებლობა", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე თქმით, 2008 წლის საარჩევნო კამპანიისას გაცემული თითქმის არც ერთი დაპირება "ნაციონალურ მოძრაობას" არ შეუსრულებია და საზოგადოება არც სთხოვდა, მაგრამ დღეს მოსახლეობა პასუხს მოითხოვს დაპირებებზე და ეს სწორია.

"ჩვენ დღეს გვაქვს ახალი რეალობა, ჩვენ ვართ ტრანსფორმირებულ საქართველოში, სადაც რეალურად ვდგავართ დემოკრატიის განვითარების გზაზე, სადაც მოსახლეობას უკვე სჯერა, რომ თუ ის მოითხოვს, მისი კრიტიკა იქნება სწორი და ობიექტური, ამაზე ხელისუფლება მოახდენს რეაგირებას. მე თქვენში ვხედავ ამ პასუხისმგებლობას, ბატონო ირაკლი და მოგიწოდებთ, მიუხედავად იმისა, რა მედიარეალობა გვექნება, შევასრულოთ ეს პასუხისმგებლობა", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."