მოკლული პატიმრის ოჯახი მათი მოსყიდვის მცდელობაზე საუბრობს-ფარტენაძეები ციხის ადმინისტრაციის დასჯას ითხოვენ

მოკლული პატიმრის ოჯახი მათი მოსყიდვის მცდელობაზე საუბრობს-ფარტენაძეები ციხის ადმინისტრაციის დასჯას ითხოვენ

2014 წლის 4 მარტს გეგუთის ციხეში 24 წლის გიგა ფარტენაძე მოკლეს. ციხის ბადრაგის თანამშრომლებმა შემდგომში სასამართლოში განაცხადეს, რომ არაფერი გაუგიათ. შარშანდელი მკვლელობის შესახებ სიუჟეტი "პოსტსკრიპტუმმა" მოამზადა და მოკლულის ახლობლები ჩაწერა.

მოკლულის დედა დარწმუნებულია, რომ იმ სამი პატიმრის გარდა, რომლებიც ბრალდებულები არიან მისი შვილის მკვლელობაში პასუხისმგებლობა სხვა, მაღალი თანამდებობის პირებსაც უნდა დაეკისროთ.

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრების მონათხრობიდან, ამ საქმეში რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა ჩნდება და ისინი იმასაც აცხადებენ, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ოჯახს სიჩუმის სანაცვლოდ ფულს სთავაზობდა კერზოდ კი მათი თქმით პანაშვიდზე მათთან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელი უფროსი დიმიტრი დარბაისელი ჩავიდა და სოლიდური თანხა შესთავაზა.

დიმიტრი დარბაისელი კატეგორიულ უარს ამბობს ინტერვიუზე. დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მიიჩნევს, რომ ბრალდებები ჟურნალისტების მონაგონია.

გიგა ფარტენაძის მკვლელობის საქმე ამჟამად სასამართლოშია. ბრალი წარდგენილი აქვს იმ სამ პატიმარს, რომლების მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე გიგას საკანში რუსთავის კოლონიიდან შეასახლეს. საქმის ნაწილი გასაიდუმლოებულია, სასამართლო პროცესი კი თვეებია ჭიანურდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ