"ეს ბაბთები 150 მლნ ადამიანისთვის რაღაცა საკრალურს ნიშნავს, ჩვენ კიდევ ფეხქვეშ გათელვით გვინდა დავამციროთ" - იური მეჩითოვი

"ეს ბაბთები 150 მლნ ადამიანისთვის რაღაცა საკრალურს ნიშნავს, ჩვენ კიდევ ფეხქვეშ გათელვით გვინდა დავამციროთ" - იური მეჩითოვი

ფოტოხელოვანმა იური მეჩითოვმა "იმედის კვირის" ეთერში საქართველოში რუსი ბაიკერების სტუმრობისა და გეორგიევსკის ბაბთების შესახებ კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ ვართ ისტერიის რეჟიმში და ჩვენი ქვეყნის ცხოვრების ამ ისტერიის რეჟიმში გაგრძელება გვინდა. იმის ნაცვლად, ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს რეალური პრობლემები, ვიგონებთ ამ პრობლემებს. ახლა ამ ლენტებთან და ბაბთებთან დაკავშირებით, რომელიც ადრინდელი ლოზუნგი და სიმბოლო იყო და იმ ქვეყანაში, რომელიც ჩრდილოეთისკენ არის, დაახლოებით 150 მლნ ადამიანისთვის რაღაცა საკრალურს ნიშნავს, ჩვენ კიდევ ფეხქვეშ გათელვით გვინდა დავამციროთ და მოვიგონეთ, რომ ეს დაკავშირებულია 2008 წლის ომთან, ეს კავშირი არის აბსოლუტურად ხელოვნური.

როდესაც ჩვენ მოვაწესრიგებთ ჩვენს ურთიერთობას და სამხედრო დელეგაცია ჩამოვა ამ ორდენით, ჩამოვუშვებთ მათ? მე ვერ გავიგე, რას ვაკეთებთ ჩვენ და რისთვის ვართ. ჯერ ამ ომზე რომ ვლაპარაკობთ, კარგად ვიცით, ეს ომი ვინ დაიწყო და როგორ დაიწყო. დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა, იმიტომ, რომ დაავალეს და დაიწყო. არ გვინდა ახლა რაიკომის თავმჯდომარის ხსენება, აქ არ არის საჭირო. ეს ჩემი აზრია", - განაცხადა იური მეჩითოვმა.

იხილეთ ასევე: ინციდენტი პირდაპირ ეთერში: ირაკლი ღლონტმა გეორგიევსკის ლენტი დაწვა, რაზეც იური მეჩითოვი წამოუხტა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია