"ვაპირებთ გავამკაცროთ ექსპერტების სერთიფიცირების საკითხი" - ეკონომიკის მინისტრი ქობულეთში მომხდარ ტრაგედიაზე

"ვაპირებთ გავამკაცროთ ექსპერტების სერთიფიცირების საკითხი" - ეკონომიკის მინისტრი ქობულეთში მომხდარ ტრაგედიაზე

"ორი დღეა გონზე ვერ მოვსულვართ, მთელ საქართველოს მინდა მივუსამძიმრო. ეს უმძიმესი ტრაგედიაა, რაც მოხდა", - განცხადება ამის შესახებ ეკონომიკის მინიტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა "ქრონიკის" ეთერში გააკეთა.

მინისტრმა გარდაცვლილი ბავშვების ოჯახს და სრულიად საქართველოს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ სამინისტრო აუცილებლად გაამკაცრებს მსგავსი ტიპის ობიექტების კონტროლს.

"2009 წლის ე.წ 57-ე დადგენილება არსებობს, რომლის შემდეგაც ამ სფეროში რეგულაციები გაუქმებულია. ჩვენი სამინისტრო არის  მხოლოდ პასუხიმგებელი მომეტებული რისკის ობიექტებზე - როგორიც არის სკოლა, სასტუმრო და მეოთხე კლასის ობიექტები, სამწუხაროდ არ ვრცელდება სამინისტროს კონტროლი. ეს გადასულია ადგილობრივი თვითმართველობის კომპეტენციაში და ჩვენ ამ მიმართულებით ჩავერთვებით და გავამკაცრებთ სერთიფიცირების საკითხს იმ ექსპერტებისა, რომელბიც დასკვნებს დებენ სასტუმრობისა და სხვადსხვა ობიექტების  მდგრადობაზე.

არსებობს ორი ვარიანტი: რომ გავაფართოვოთ ჩვენი სამინისტროს კონტროლის ზონა და მეორე, გავამკაცროთ იმ ექსპერტების სერთიფიცირების კონტროლი, რომელებიც ახდენენ შენობების მდგრადობაზე და ხანძარმედეგობაზე პასუხს", - განაცხადა "ქრონიკის" ეთერში ეკონომიკის მინისტრმა.

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქობულეთში ხანძრის დროს დაღუპული ბავშვების მშობლებს მიუსამძიმრა.

პრემიერის თქმით, აუცილებელია, გამკაცრდეს კონტროლი სასტუმროებში არსებულ უსაფრთხოების ნორმებზე და შემოღებულ იქნას სპეციალური რეგულაციები, რომლებიც წინა ხელისუფლების პერიოდში გაუქმდა.

"მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავამკაცროთ კონტროლი, იგივე რეგულაციები, რომელიც სამწუხაროდ წლების განმავლობაში აღარ არსებობდა, ეს იყო სააკაშვილის დროიდან, მათ გააუქმეს რეგულაციები, აღარ არსებობს არც სახანძრო სისტემის რეგულაციები, პრაქტიკულად მორღვეულია ყველაფერი. რა თქმა უნდა, ამას ჩვენ ერთ დღეში და ორ დღეში ვერ აღვადგენდით, მაგრამ საჭიროა, რომ გამკაცრდეს კონტროლი სასტუმროებში და ყველგან. ასევე, იგივე ჯგუფების გამგზავრებისას უნდა იყოს მკაცრი კონტროლი ამ მიმართულებით და ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."