"ჩვენ რამდენი მილიარდი დავკარგეთ?" - ქობულეთში დაღუპულთა ოჯახის წევრები სასტუმროს მეპატრონის დასჯას ითხოვენ

"ჩვენ რამდენი მილიარდი დავკარგეთ?" - ქობულეთში დაღუპულთა ოჯახის წევრები სასტუმროს მეპატრონის დასჯას ითხოვენ

ქობულეთის სასტუმრო "არმაზში" დატრიალებული ტრადეგიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრები სასტუმროს მეპატრონის დასჯას ითხოვენ. მათი განცხადებით, მომხდარზე პასუხისმგებლობა სწორედ სასტუმროს მეპატრონეს ეკისრება.

ხათუნა ხვიჩია, ერთ-ერთი გარდაცვლილის ბავშვის მამიდა:

"ხასანი დაისაჯოს, მეტს არაფერს არ გთხოვთ, მაგას უთქვამს, რომ 2 მილიონი დავკარგეო, ჩვენ რამდენი მილიარდი დავკარგეთ? სამართალს ვითხოვთ, მეტს არაფერს. ბავშვი არის სუფთა, უმწიკვლო. არასდროს სიგარეტი ხელში არ დაუჭერია".

დაღუპულთა ოჯახის წევრები სამძიმარს ჯერ ისევ ტაძარში იღებენ. ცხედრებს ოჯახებში, სავარაუდოდ, პარასკევს მას შემდეგ გადაასვენებენ, რაც ექსპერტიზის ბიურო დნმ-ის დასკვნას დადებს.

ქობულეთში დატრიალებული ტრაგედიის გამოძიებას დროს დასჭირდება, დნმ-ის ანალიზის პასუხები კი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. სპეციალისტები სასტუმრო არმაზში მომხდარი ხანძრის შემდეგ ამოღებულ მასალებს სწავლობენ, მათ შორის ელექტროსადენებსა და ტექნიკის ნარჩენებს. თავად დამწავრი შენობის ტერიტორია მფლობელებისთვისაც დახურულია. კონტროლის მიზნით შესაძლოა ქაბულეთში სასტუმროების შემოწმება დაიწყოს. თბილისში აქტიურად საუბრობენ უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებაზე. რუსთავში კი არ წყდება სამძიმრის მსურველთა რიგი.

"ქრონიკის" ინფორმაციით, ანსამბლის მთავარმა ქორეოგრაფმა გოგი მარღანიამ სამართალდამცავებს ჩვენება უკევ მეორედ მისცა, თუმცა რატომ გახდა მისი ხელმეორედ დაბარების საჭიროება, არ კონკრეტდება.

მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არავინ იღებს, მედიასთან საუბარზე უკვე უარს ამბობს სასტუმროს მეპატრონეც და თავად ანსამბლის ქორეოგრაფიც. მომხდარში საკუთარ პასუხოსმგებლობას ვერ ხედავს ადგილობრივი გამგეობა და საკრებულო. თუმცა მათ ქობულეთში სასტუმროების მასობრივი შემოწმება გადაწყვიტეს და შესაბამისი საკონსულტაციო ჯგუფის ფორმირება იწყება. ექსპერტებმა რამდენიმე სასტუმრო უკვე დაათვალიერეს და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების მოსაწესრიგებლად 10 დღიანი ვადა მისცეს. ისინი სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეგულაციების გამკაცრებას ითხოვენ. მათი განცხადებით, შენობაში, სადაც 10-ზე მეტი ადამინი ეტევა, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები და საევაკუაციო გეგმა უნდა არსებობდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი სასტუმროს მფლობელი პირი კანონდამრღვევი ხდება.

ვიდეო: "გასაგებია ბავშვები, მაგრამ მე ცოდვა არ ვარ?!"

"ამბობენ რომ, ცხედარს ხელში კარის სახელური ეჭირა..."

იხილეთ| "მშობლები სვამდნენ, თრიაქობდნენ, ბავშვები დაიწვნენ, მე კი ქონება დამეწვა" - სასტუმროს მეპატრონე საბედისწერო წუთებზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია