კეიტ ბლანშეტმა აღიარა, რომ ბისექსუალია

კეიტ ბლანშეტმა აღიარა, რომ ბისექსუალია

ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი კეიტ ბლანშეტი აღიარებს, რომ ბისექსუალია. ჟურნალ ”ვარიეტისთან” ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ქალებთან ხშირი რომანები ჰქონია. ვარსკვლავის თქმით, ამ გზით ის აუცილებელ ცხოვრებისეულ გამოცდილებას იღებდა ფილმ ”კეროლის” გადაღებისთვის, სადაც ჰომოსექსუალური ურთიერთობების თემა იშლება. ფილმის პრემიერა 17 მაისს კანის კინოფესტივალზე შედგება.

ჟურნალისტების კითხვაზე, ჰქონია თუ არა ამ ფილმამდე ბლანშეტს ფომოსექსუალური გამოცდილება, მსახიობმა განაცხადა: ”ცხოვრებაში ძალიან ბევრჯერ”. მსახიობის თქმით, მან როლისთვის მზადების პროცესში მრავალი წიგნი წაიკითხა, სადაც ქალების სიყვარულია აღწერილი. ამასთან, დასძინა, რომ ”კეროლი” ემოციურად თავშეკავებული ფილმია.

კეიტ ბლანშეტმა პოპულარობა მოიპოვა ფილმებით ”ელიზაბეტი”, ”ბეჭდების მბრძანებელი”, ”ბენჟამინ ბატონის საინტერესო საქმე”, "ავიატორი" და ”ნიჭიერი მისტერ რიპლი”. მსახიობი უკვე 17 წელია გათხოვილია სცენარისტსა და მონტაჟის რედაქტორ ენდრიუ აპტონომზე. მათ სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავთ. ბლანშეტს ”ოსკარი” აქვს მოპოვებული ფილმში ”ავიატორი” ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება