"სიმწრისაგან თავის მოკვლის სურვილი მიჩნდება" - 23 წლის გოგონა ენერგეტიკის სამინისტროსთან შიმშილობის დაწყებას აპირებს

"სიმწრისაგან თავის მოკვლის სურვილი მიჩნდება" - 23 წლის გოგონა ენერგეტიკის სამინისტროსთან შიმშილობის დაწყებას აპირებს

"ფეისბუქზე" ვრცელდება ერთ-ერთი მომხმარებლის სოფო სხირტლაძის განცხადება, რომელიც ენერგეტიკის სამინისტროსთან შიმშილობის დაწყებას აპირებს. მიზეზი სადეპოზიტო დავალიანება გახდა, რომელიც სოფოს დაგვიანებული გადახდების გამო დაეკისრა. გთავაზობთ განცხადებას:

"SOS!!! გთხოვთ არ დაიზაროთ და გააზიაროთ!

დღეს 14 მაისს, მომივიდა ქვემოთ წარმოდგენილი ქვითარი, ჩემი დანახარჯია 186,73 მაგრამ მიმდინარე გადასახადი წარმოდგენილი მაქვს 535,44. ამ ციფრების დანახვაზე წნევა თუ არ დამარტყავდა არ მეგონა. დავრეკე ქვემოთ ხსენებულ ცხელ ხაზზე და ვთხოვე გავერკვიე რისთვის დამაკისრეს სადეპოზიტო დავალიანება 349,30. პასუხი მივიღე შემდეგი: "იცით რა არის ქალბატონო? აპრილის თვის გარდა, წინა თვეებში აგვიანებდით გადახდას და თელასმა გადაწყვიტა დეპოზიტზე თანხა დაგარიცხინოთ, თუ არ გადაიხდით შეგიწყდებათ ელ. ენერგია" პატივცემულო თელასის წარმომადგენლებო, დავიჯერო ვერ ხვდებით რატომ ვაგვიანებდი თანხის გადახდას? თუ გგონიათ რომ 23 წლის გოგოს სკლეროზი მაქვს და მავიწყდებოდა გადახდა?

ზოგადად არ მიყვარს ჩემს პრობლემებზე საჯაროდ საუბარი რადგან უპრობლემო დღეს არავინაა, მაგრამ ბოღმისგან და სიმწრისგან თავის მოკვლის სურვილი მიჩნდება ახლა. რამდენიმე თვეა უკვე უმუშევარი ვარ, მყავს 4წლის გოგონა და ავადმყოფი დედა, ტყავში ვძვრები რომ მშივრები არ ვისხდეთ და აი ამ სიტუაციაში მთხოვენ ამხელა თანხის გადახდას, ციდან ფრინავს ეს ფული? თუ მეც თქვენსავით პრემიები დამერიცხება??

მიწასთან ვარ გასწორებული და ზემოდან კიდე მიწას მაყრით. არ ვაპირებ და არც მაქვს საშუალება რომ ეს თანხა გადავიხადო, გადავიხდი მხოლოდ იმ თანხას რაც მეკუთვნის და თუ შემიწყვეტთ ელ.ენერგიას, ვფიცავ ჩემს პატარა შვილს, დავიწყებ შიმშილობას საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან. რა მნიშვნელობა აქვს სახლში ვიჯდები მშიერი თუ სუფთა ჰაერზე!!!!!!!!!!!

P.S. ვაკეთებ ჩასწორებას თხოვნისამებრ. საუბარი არის კომერციულ ფართზე, რომელიც დედიკოს ავადმყოფობის გამო მარტის შემდეგ ფაქტიურად გამოუსადეგარი გამიხდა, არანაირი შემოსავალი აღარ მოაქვს და თუ ძალიან დაგაინტერესებთ, სახლი არ გამაჩნია, მაგრამ ვერ ვხვდები ამას რა მნიშვნელობა აქვს ეს სახლია თუ სხვა ობიექტი, როცა გადახდის საშუალება არ მაქვს!!!”, - წერს სხირტლაძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს