ახმეტის რაიონში 1100-ზე მეტ ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ახმეტის რაიონში 1100-ზე მეტ ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება

სტიქიისგან გამოწვეული ზიანის გამო უკვე მეორე დღეა ახმეტის რაიონში 1 100-ზე მეტ ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ქისტაურის თემში შემავალი სოფლები: საჩალე, ახშანი, ახშნის ველები, ახალშენი, არაშენდა, კოჯორი, ოსიაური და ინგეთში.

"გადაუღებელი წვიმების შედეგად მდინარე ალაზანმა "სახელმწიფო ელექტროსისტემის" კუთვნილი ელექტროგადამცემი ანძა დააზიანა, რის შედეგადაც ავარიულად გამოირთო "ქისტაური" და ფიდერი "ალვანი". შედეგად, ქისტაურის თემში შემავალ 9 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. სოფელში მობილიზებულია ტექნიკური სამსახურები, რომლებიც დაზიანებული მონაკვეთის აღდგენას აწარმოებენ", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გამგებლის წარმომადგენელმა ქისტაურში ზვიად მოსიაშვილმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა