როგორ მოქმედებენ რუსული კომპანიები საქართველოში - ჟურნალისტი თამარ ურუშაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

როგორ მოქმედებენ რუსული კომპანიები საქართველოში - ჟურნალისტი თამარ ურუშაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

პირველი არხის ჟურნალისტმა თამარ ურუშაძემ "რეაცქციის" ეთერში იმის შესახებ ისაუბრა, რომ რუსეთის მხრიდან იატაკქვეშ მოქმედი გარკვეული კომპანიების მუშაობა მიდის, რათა საქართველოში რუსული ნოსტალგია გაჩნდეს. გადაცემა NDI-ის კვლევის შედეგების იმ ნაწილს მიეძღვნა, რომელთა თანახმადაც საქართველოს მოსახლეობის 31% ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრიანების მომხრეა.

თამარ ურუშაძემ ერთ-ერთი ჟურნალისტი იყო, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომისას პირდაპირ ეთეში იდგა და გადმოსცემდა რეპორტაჟს, როცა მას რუსული ტყვია მოხვდა. გადაცემის წამყვანმა ინგა გრიგოლიამ მას შეკითხვით მიმართა, თუ წარმოიდგენდა, რომ აგვისტოს ომიდან ასე მოკლე დროში საქართველოს მოსახლეობის ნაწილს მსგავსი სურვილი გაუჩნდებოდა.

"თქვენს ანონსში იყო კადრები, რომლებსაც მე ვერასდროს ვერ ვუყურებ ემოციის გარეშე. მაგრამ დღეს პირადად ჩემთვის ამ კადრების ნახვა ორმაგად მძიმე იყო. თუ ვიფიქრებთ, რომ ის შედეგი, რაც NDI-მ დადო, არის რეალური. მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს შეიძლება იყოს არაინფორმირებულობის ბრალი. შეიძლება ეს იყოს იმის ბრალიც, რომ კითხვის ჩამოყალიბების დროს ტერმინოლოგიური აღრევა მოხდა რესპონდენტებში. თუმცა არ შეიძლება, რომ არ ვისაუბროთ რუსული ლობის გააქტიურებაზე, რომელსაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით. აქციებზე აღარ მაქვს საუბარი. მე მაქვს ინფორმაცია, რომ გარკვეული რუსული კომპანიები, რომლებიც არიან დარეგისტრირებული საქართველოში, განსხვავებული სახელით მოქმედებენ, აკეთებენ თვითრეკლამას. ინფორმაციაში უთითებენ სხვა ინფორმაციას თავიანთი საქმიანობის შესახებ და როდესაც ამ კომპანიებთან მიდიან კონკრეტული დამკვეთები, რეკლამის დამკვეთი იქნება ეს, თუ გარკვეული ვიდეორგოლის, შემდეგ მათ აქვთ მოთხოვნა, რომ მათი სოციალური ქსელების, რუსული სააგენტოების რეკლამირება მოხდეს. არ შეიძლება არ ვისაუბროთ იმაზე, რომ რუსული ლობი არის გააქტიურებული. თუმცა ეს ორი მხარე - რომელი უფრო სარწმუნოა, მე პასუხი არ მაქვს.

რუსეთის მხრიდან ალბათ მუშაობა მიდის ყველა მხრიდან. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ სიუჟეტებზე. ამ თემაზე რამდენიმე კვრის წინ გვქონდა სიუჟეტი - ამ კომანიების შესახებ, რომლებიც იატაკქვეშ მოქმედებენ. იმიტომ, რომ არ ასახელებენ თავიანთ რეალურ მიზნებს, არ აცხადებენ, შემდეგ, როცა უკვე პირველი ეტაპის გავლა ხდება, ნდობაში შედიან დამკვეთებთან, მერე ხდება მათი მოთხოვნებისა და რეალური დაკვეთის გამჟღავნება", - განაცხადა ”პირველი არხის” ჟურნალისტმა.

თამარ ურუშაძის გავრცელებული ინფორმაცია რუსული კომპანიების შესახებ დაადსტურა

ტელეკომოანია ”იმედის” ჟურნალისტმა ქეთი ბოჯგუამაც. ჟურნალისტის თქმით, რუსეთი ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, რისი შემადგენელი ნაწილიცაა პროპაგანდა და ფარული მუშაობა საზოგადოებრივ აზრზე.

შეგახსენებთ, 2008 წელს საქართველოს მოსახლეობის 77% აცხადებდა, რომ ქვეყნის მომავალს მხოლოდ დასავლეთში ხედავს. ამ დღეებში კი NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოსახლეობის 31% ქვეყნის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."