რა პუნქტებს უთითებენ ვარსკვლავები თავიანთ საქორწინო კონტრაქტებში

რა პუნქტებს უთითებენ ვარსკვლავები თავიანთ საქორწინო კონტრაქტებში

ყველაზე საიმედო ხერხი, როგორ დაიცვათ ქონება განქორწინების შემთხვევაში, არის საქორწინო კონტრაქტი. ეს განსაკუთრებულად ეხება ვარსკვლავებს, რომელთა შემოსავლები კოლოსალურ თანხებს აღწევს. წარმოგიდგენთ ვარსკვლავების მიერ შედგენილი საქორწინო კონტრაქტების პუნქტებს.

ბიონსე და ჯეი ზი

ბიონსეს და ჯეი ზის ოჯახი მისაბაძია. ისინი იდეალურად ავსებენ ერთმანეთს. თუმცა საქორწინო კონტრაქტი მდიდრების და ცნობილებისთვის აუცილებელი რამაა. ყოველი წელი, რომელსაც ბიონსე რეპერ მეუღლესთან გაატარებს, დაშორების შემთხვევაში 15 მილიონი დოლარით აუნაზღაურდება.

ჯასტინ ტიმბერლეიქი და ჯესიკა ბილი

ისეთ ლამაზმანებსაც კი, როგორიც ჯესიკა ბილია, აშინებთ, რომ შესაძლოა ქმარმა უღალატოს. ამიტომ მილიონობით გოგონას ოცნების მამაკაცზე როდესაც თხოვდებოდა, საქორწინო კონტრაქტში დამატებითი პუნქტები შეიტანა. თუ ჯასტინი მას უღალატებს, ჯესიკა ნახევარ მილიონ დოლარს მიიღებს.

ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი

ყველაზე პოპულარული ჰოლივუდის წყვილი 2012 წელს შეუღლდა. 2013 წლის ოქტომბერს მათ საქორწინო კონტრაქტების ისტორიაში ყველაზე დიდ კონტრაქტს მოაწერეს ხელი, რომელიც 101 გვერდს შეადგენს. ტექსტში წყვილმა დეტალურად გაწერა დაშორების შემთხვევაში ბავშვების აღზრდის გადანაწილების მეთოდები. როგორც ცნობილია, საქორწინო კონტრაქტი ბრედის იდეა გახლდათ.

ტომ კრუზი და კეიტი ჰოლმსი

სანამ კრუზი და ჰოლმსი დაქორწინებულები იყვნენ, პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ განშორების შემთხვევაში ჰოლმსი კოლოსალურ თანხას მიიღებდა. თუმცა, როდესაც წყვილი 2012 წელს დაშორდა, რეალობა სულ სხვანაირი აღმოჩნდა. ჰოლმსს ერთი ცენტიც არ მიუღია, თუ არ ჩავთვლით 400 000 დოლარს, რომელსაც ის ყოველწლიურად იღებს მათი შვილის ალიმენტის სახით.

კეტრინ ზეტა ჯონსი და მაიკლ დუგლასი

წყვილის საქორწინო კონტრაქტში საოცარი თანხებია გაწერილი. დოკუმენტის თანახმად, რომელსაც ხელი 2000 წელს მოეწერა, ყოველ წელზე, რომელსაც კეტრინი მაიკლთან ქორწინებაში ატარებს, მას 2,8 მილიონი დოლარი ერგება. თუ მაიკლი მას უღალატებს, კომპენსაციის სახით 5 მილიონ დოლარს გადაუხდის კეტრინს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება