რა უნდა გაითვალისწინოთ სასურველი სამუშაოს ძიებისას

რა უნდა გაითვალისწინოთ სასურველი სამუშაოს ძიებისას

Mashable იმ რამდენიმე მიზეზს ასახელებს, რომელიც ხელს გიშლით სასურველი სამუშაოს პოვნაში.

საქართველოში სასურველი სამუშაოს პოვნა არც ისე ადვილია. სამუშაოს მაძიებლები ხშირად ამის მიზეზებს ქვეყანაში შექმნილ უმუშევრობას, არასაკმარის ვაკანსიებსა და დაბალ ანაზღაურებას ასახელებენ. ბევრი მათგანი კი აღნიშნავს, რმ გასაუბრება ერთი შეხედვით, წარმატებით გაიარეს, თუმცა მაინც არავინ დაუკავშირდა. თუმცა იაშვიათად შეხვდებით ადამიანს, ვინც წარუმატებლობაში საკუთრ თავს ადანაშაულებს.

Mashable იმ რამდენიმე მიზეზს ასახელებს, რომელიც ხელს გიშლით სასურველი სამუშაოს პოვნაში.

ზოგავთ ძალისხმევას - ბევრმა დასაქმებულმა უკვე იცის, რომ სასურველი სამსახურის ძიებისთვის საჭიროა აქტიური ქმედება და დიდი ძალისხმევა. ამიტომ კარიერის ექსპერტები გირჩევენ, ნუ იჯდებით სახლში და ნუ დაელოდებით, რომ ვიღაც თავად შემოგთავაზებთ სამსახურს. საჭიროა მოქმედება.

არ ყიდით საკუთარ თავს - სამუშაოს ძებნა სწორედ იმ დროა, როდესაც საკუთარი თავი ნდა გაყიდოთ. თუ თქვენ პოტენციურ დამსაქმებელთან ინტერვიუზე ვერ შეძლებთ თქვენი შესაძლებლობებისა და ცოდნის მტკიცედ დასაბუთებას, დიდი შანსი, რომ კვლავ უმუშევარი დარჩეთ. საჭიროა დამსაქმებელს დარწმუნებით მოუყვეთ თქვენი წინა წარმატებების შესახებ და მხოლოდ დიპლომის ჩვენებით არ შემოიფარგლოთ.

თქვენი რეზიუმი სრულად არ ასახავს იმას, რასაც თქვენგან ელიან - რეზიუმე ეს ის გასაღებია, რომელიც საოცნებო სამსხურის კარს გაგიხსნით. თუ თქვენი რეზიუმე მკაფიოდ არ ასახავს იმ ფასეულობებს, რაც შეგიძლიათ კომპანიას შემატოთ, მაშინ დიდი შანსია, რომ არ გაგიმართლებთ. ამიტომ აუცილებელია, თქვენი რეზიუმე იყოს მოკლე (შედგებოდეს 600-700 სიტყვისგან), მაგრამ სრულყოფილი, სრულად წარმოაჩენდეს იმ სარგებელს, რასაც მომავალ კომპანიას მოუტანთ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია