კასპში მანქანა საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა

კასპში მანქანა საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა

კასპში, აღმაშენებლის გამზირზე მანქანა საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა. სავარაუდოდ, დიდი სისწრაფით მოძრავი ჯიპის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ვანო ცინცაძის საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა. დაშავდა მძღოლი და მისი მგზავრი.

მძღოლი 22 წლის ოთარ ძამუკაშვილი და მისი მგზავრი გიორგი ბიგანაშვილი სასწარაფო სამედიცინო დახმარების მანქანით კასპის მედალფას კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, ძამუკაშვილისა და ბიგანაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

წყარო: qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია