"სულ ორი წამით დამაყენეს ფეხზე... ჩემი მდგომარეობა არ შეცვლილა" - ნიკუშა ნატროშვილი განცხადებას ავრცელებს

"სულ ორი წამით დამაყენეს ფეხზე... ჩემი მდგომარეობა არ შეცვლილა" - ნიკუშა ნატროშვილი განცხადებას ავრცელებს

ნიკუშა ნატროშვილი "ფეისბუქის" გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც აცხადებს, რომ მისი მდგომარეობა არ შეცვლილა და კვლავაც საჭიროებს აუცილებელ ოპერაციას:

"გთხოვთ, გააზიაროთ! უღრმესი მადლობა კეთილი სურვილების, მაგრამ ჩემი კარგად ყოფნა, სამწუხაროდ ჯერ შორსაა.. ვიკეთებ მასაჟებს, იმისთვის, რომ ჯდომას მივეჩვიო და გავუძლო მრავალსაათიან ფრენას... დღეს იყო პირველი დღე, როცა მამაჩემის დაჟინებული თხოვნით, სულ ორი წამით დამაყენეს ფეხზე... ჩემი მდგომარეობა არ შეცვლილა.. ისევ ღია მაქვს მუცლის ფისტულები და გვერდის ფისტულა, ამ ფეხზე წამოდგომის მერე, კიდევ უფრო გამეხსნა.. სანამ ოპერაციას არ გამიკეთებენ, არც არაფერი შეიცლება.. "- წერს ნიკა.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ნიკუშას შესახებ ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში გახდა ცნობილი. მას კიკეთში მეგობარმა ავტომატის ჯერი დაახალა და მიიმალა. ის იყო, თვითმხილველებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, რომ გზაზე მანქანა შენიშნეს და დახმარება ითხოვეს. მძღოლმა დაჭრილი მაშინვე თავის მანქანაში გადაიყვანა და თბილისისკენ დიდი სიჩქარით დაიძრა. წყნეთის გზაზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა შემოხვდათ და დაჭრილი მანქანაში გადაიყვანეს. რომ არა ოპერატიულობა, შესაძლოა, ნიკა დაღუპულიყო.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს