ავსტრიის პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვიდა

ავსტრიის პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვიდა

საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით ავსტრიის პრეზიდენტი ჰაინც ფიშერი ეწვია. ავსტრიის პრეზიდენტისა და პირველი ლედის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. მათი დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართება, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილი და ჰაინც ფიშერი ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებული ფორმატში შეხვდებიან. შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. ვიზიტის მეორე დღეს საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი გაიმართება.

პრეზიდენტ ჰაინც ფიშერს და პირველ ლედ მარგიტ ფიშერს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე და ავსტრიაში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი დახვდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."