როგორ რეაგირებს თინი გალდავას პოპულარობაზე მისი შეყვარებული - ''მამაჩემი აბასთუმანში ეკლესიის წინამძღვარი გახლდათ...''

როგორ რეაგირებს თინი გალდავას პოპულარობაზე მისი შეყვარებული - ''მამაჩემი აბასთუმანში ეკლესიის წინამძღვარი გახლდათ...''

თინი გალდავა სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალებში'' ცოტნე ცოტაშვილის თანაგუნდელ ეკაკოს როლს თამაშობს. კამერასთან მუშაობა ამ გმირის შექმნისას ისწავლა. პოლიტიკისგან ძალიან შორსაა, მაგრამ ბოლო პერიოდში საქმიდან გამომდინარე დაიწყო პოლიტიკოსებზე დაკვირვება. თინი შეყვარებულია და მისი რჩეულიც ასევე მსახიობი გახლავთ.

- წლების განმავლობაში ბალეტს ვცეკვავდი, საბალეტო სკოლა მაქვს დამთავრებული, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩამებარებინა. არ მქონდა საბალეტო მონაცემები, წონის პრობლემას ვაწყდებოდი და სულ დიეტაზე ყოფნა მიწევდა. ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ არტისტული ვიყავი, ვიფიქრე, რომ ეს ყველაფერი თეატრალურში გამომადგებოდა და ჩავაბარე კიდეც. მიმაჩნია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. რაც შეეხება ჩემს ოჯახს, დედა - მარიამ ჟღენტი, მხატვარია, მამაჩემი დეკანოზია, ასევე მყავს ძმები – ლუკა და ლაზარე.

- ბალეტზე შენი შეყვანა ვისი იდეა იყო?

- ადრე მამაჩემი აბასთუმანში ეკლესიის წინამძღვარი გახლდათ, ამიტომ ცოტა ხანს იქ ვცხოვრობდით. დედა მიყვება ხოლმე, ცისფერი კაბა შეგიკერე, მაშინ არც იცოდი, რა იყო ბალეტი, მაგრამ ამ კაბით თოვლში ზუსტად ბალერინასავით მოძრაობდი, ლამაზად ცეკვავდიო. აქედან გაჩნდა ჩემი ბალეტზე შეყვანის იდეა, რომელიც ბებიამ განახორციელა. მამას არ უნდოდა, ბალეტზე მევლო, თვითონ გიტარაზე უკრავს და სურდა, მეც მესწავლა, მთხოვა კიდეც, დაუკარი, სცადე და მერე გადაწყვიტე, ბალეტი გინდა თუ გიტარაო. ვეცოდებოდი ამხელა შრომისთვის, მაგრამ მერე რომ ნახა, როგორ ვცეკვავდი, მგულშემატკივრობდა.

- ამ ყველაფრის შემდეგ შენს პროფესიულ არჩევანს ოჯახი როგორ შეხვდა?

- დედაც ხატავს, მამაც, ორივეს სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული და ფიქრობენ, რომ მეც მაქვს ხატვის ნიჭი, ამიტომ მირჩევდნენ სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებას, თუმცა მე მაინც თეატრალურზე შევაჩერე არჩევანი. ჩემს გადაწყვეტილებას ნორმალურად შეხვდნენ, გვერდით მიდგანან.

- ოჯახი და განსაკუთრებით მამა შენი ნამუშევრის როგორი შემფასებელია?

- დედა უფრო კრიტიკულია, ვიდრე მამა. გული რომ არ მატკინოს, მამა ძირითადად კარგ რაღაცებს მეუბნება, ხომ იცით, გოგონებს მამებთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ და ჩვენც ასე ვართ.

- მოძღვარი მამის ფაქტორი გზღუდავს რამეში?

- არა, პირიქით, მამასთან ხშირად ვსაუბრობ ნებისმიერ საკითხზე, ყველაფერს მიხსნის, ყველაფერზე აქვს პასუხი და სასარგებლო რჩევებსაც ვიღებ მისგან.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება