თბილისის აეროპორტის მაღალი ტარიფი პრობლემას ყველას უქმნის

თბილისის აეროპორტის მაღალი ტარიფი პრობლემას ყველას უქმნის

"იქცევიან ისე, როგორც თავად სურთ. ფულს სძალავენ მოქალაქეებს. საშინელი ფასებია, უკონტროლო სფეროა"

ქუთაისთან შედარებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბილეთის ფასი მაღალია. ამას ტურისტული კომპანიებისა და ექსპერტების ნაწილი იმით ხსნის, რომ ავიაკომპანიებისთვის "ტავ ჯორჯიას" მიერ დაწესებული მოსაკრებელი მაღალია. თურქულ კომპანიაში "რეზონანს" განუცხადეს, რომ მოსაკრებლის ცვლილებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია ხელშეკრულების დადების შემდეგ გახდება ცნობილი.

თბილისის აეროპორტში დაწესებულ მაღალ ტარიფზე წლებია მიდის საუბარი. ჯერ მარტო 2012 წელს მედიის საშუალებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველოში საავიაციო ბაზრის სწრაფ განვითარებას ხელს თურქული კომპანია "ტავ ჯორჯიას" მონოპოლისტური მდგომარეობა უშლიდა. 2005-07 წლებში "ტავმა" თბილისისა და ბათუმის აეროპორტების აშენება-რეაბილიტაციის სანაცვლოდ, შეღავათი მიიღო. ავიაკომპანიები კი იმთავითვე თბილისისა და ბათუმის აეროპორტების სატარიფო პოლიტიკას აკრიტიკებდნენ. თურქული კომპანიის მიერ დაწესებული მოსაკრებელი არც ექსპრეზიდენტისთვის ყოფილა შეუმჩნეველი. ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა ჯერ კიდევ წლების წინ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის რეაბილიტაციის დაწყებისას განაცხადა, რომ "ტავ ჯორჯიას" ტარიფის დაწევა მოუწევდა.

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, თუმცა "ტავ ჯორჯიას" მოსაკრებლის გაიაფებისთვის არაფერი მოუმოქმედებია. ჩაცხრა ავიაკომპანიების მხრიდან კრიტიკული დამოკიდებულებაც. ახლა ნაწილი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. ზოგიერთს კი ტარიფებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. ასეთ ავიაკომპანიებს მიეკუთვნება "თურქეთის ავიახაზები". "უკრაინის ავიახაზების" წარმომადგენლობის უფროსმა ლალი ბეშკენაძემ კი განგვიცხადა, რომ ტარიფების საკითხში კიევის ოფისია ჩახედული, სწორედ ამიტომაც ადგილობრივი ოფისი მოსაკრებლის ოდენობაზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია