საფერავი სტალინის ფორმის ბოთლში

საფერავი სტალინის ფორმის ბოთლში

ღვინის მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში სტალინის ფორმის ბოთლში ჩამოსხმული საფერავი იყიდება. 1 ლიტრიანი ბოთლი ღვინო 12 ლარი ღირს, 4 ლიტრიანი - 50 ლარი. სტალინის ფორმის ბოთლში ღვინოს შპს "ორბი ალკო" ასხამს.

"საბჭოთა პროპაგანდაა "ჯარისკაცის მამაც", ავკრძალოთ? სტალინი ჩვენი ისტორიაა. ეს არაა ჩვენი კომპანიის გერბი ან სიმბოლიკა, ეს სუვენირია", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ორბი ალკოს" გაყიდვების მენეჯერმა გიორგი ჯავახმა.

შპს "ორბი ალკო" 2001 წლის 16 იანვარს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დაარეგისტრირა. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, ამ დროისთვის, კომპანიის 50-50% გიორგი ჯავახს და იური გორდულაძეს ეკუთვნით. 2011 წლის 13 დეკემბერს კომპანია ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლად არის რეგისტრირებული.

საქართველოს კანონი - თავისუფლების ქარტია პარლამენტმა 2011 წლის 31 მაისს მიიღო. ამ კანონის მიზანია, საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიური საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა