გიული ალასანია ტარიელ სუარის შემოქმედებით საღამოს დაესწრო

გიული ალასანია ტარიელ სუარის შემოქმედებით საღამოს დაესწრო

ეროვნულ ბიბლიოთეკაში მუსიკოს ტარიელ სუარის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ქართველმა გიტარისტმა მსმენელს გია ყანჩელის მუსიკა ახლებური ინტერპრეტაციით შესთავაზა.

საღამო ია ფარულავამ გახსნა, ღონისძიებას უამრავ ცნობილ ადამიანთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანიაც დაესწრო. - ამ პროგრამაზე მუშაობა შარშან დავიწყე, ეს არის ახალი სიტყვა კლასიკური მუსიკაში, ამას რუსები ხმაურის მუსიკას უწოდებენ.აქ წარმოჩენილია გიტარის ყველა ბგერა. ალბომზე ვმუშაობთ მე და ბატონი გია ყანჩელი. ცოტა უხერხულად ვარ მასთან, რადგან სხვადასხვა პრობლემების გამო სამი თვეა ვერ გავუგზავნე ნოტები. პროგრამა რომელიც აქ წარმოვადგინე, საქართველოს ყველა ქალაქის სცენაზე იქნება წარმოდგენილი. ასევე, საზღვარგარეთ მაქვს მიწვევები.

გიული ალასანია - ტარიელ სუარის შემოქმედების თაყვანისმცემელი ვარ, ბრწყინვალე მუსიკოსია, პირველად ვარ მის კონცერტზე. საუკეთესოს ველოდი და იყო კიდეც საუკეთესო საღამო, არაჩვეულებრივი მოსასმენია ყანჩელის მუსიკაზე გიტარაზე.

თამარ ბოჭორიშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება