გურჯაანში ორფეხა ხბო დაიბადა

გურჯაანში ორფეხა ხბო დაიბადა

გურჯაანში, 9 აპრილის ქუჩაზე ორფეხა ხბო დაიბადა. ხბოს ორი უკანა კიდური სრულად აქვს განვითარებული, ერთი წინა კიდური ნაწილობრივ, ერთი კი საერთოდ არ აქვს.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ძროხის პატრონმა ნუგზარ ზირაქაშვილმა განუცხადა, წლებია ძროხა ჰყავს და ასეთი შემთხვევა არ ჰქონია.

"ძროხამ 3-4 საათის წინ იმშობიარა. ყველა გაკვირვებული დავრჩით, ხბოს მხოლოდ ორი კიდური რომ დავუნახეთ. მსგავსი შემთხვევის შესახებ აქამდე არც კი გვსმენია. ხბო ამ ძროხის პირველი შვილია. ფეხზე საერთოდ ვერ დგება და სანამ იცოცხლებს, გვეყოლება", - აღნიშნა ნუგზარ ზირაქაშვილმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა