რამდენს უხდიან საქართველოში მოდელებს?

რამდენს უხდიან საქართველოში მოდელებს?

მოდელობა საზღვარგარეთ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მაღალანაზღაურებადი საქმიანობაა, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოზე. ქართულ მოდას დიდი ისტორია აქვს, თუმცა მისი განვითარება მხოლოდ ბოლო წლებში დაიწყო. რასაც ხელი მოდის კვირეულმა და უცხოურ სააგენტოებთან კონტაქტების დამყარებამ შეუწყო. ქართველ დიზაინერებს უკვე იწვევენ მსოფლიოს მოდის კვირეულში მონაწილეობის მისაღებად, ქართველი მოდელები კი მსოფლიოს წამყვან დიზაინერებთან და სააგენტოებთან თანამშრომლობენ.

ცნობილი ქართველი მოდელი თაკო ჩხეიძე, ერთ-ერთი პირველი ადამიანია ქართული მოდის სამყაროდან, რომელიც უცხოურ სააგენტოებთან თანამშრომლობდა. თაკო წლებია საკუთარ გამოცდილებას ქართული მოდის განვითარებას უზიარებს. სწორედ ის გახლავთ თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორი, რომლის მეშვეობით ქართველი დიზაინერების და მოდელების შესახებ უცხოელმა ბაიარებმაც გაიგეს. მოდის კვირეულს ყოველ სეზონზე სტუმრობენ მსოფლიოს მოდის კრიტიკოსები და დიზაინერები. თაკომ საკუთარი სამოდელო სააგენტო Geomodels ჩამოაყალიბა, რომლის მოდელებიც უცხოეთის წამყვან სააგენტოებთან თანამშრომლობენ.

თაკო ჩხეიძე, Geomodels-ის და თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებელი:

- თაკო, ვინ არის თქვენი სააგენტოს მაღალანაზღაურებადი მოდელები?

- ანი ჩიხლაძე, ანა შელია, მარიამ სანოგო, ნინი კაკაბაძე, ნათია ჩიქოვანი, მარიამ მღებროვი, მარიტა ჯანაშია. ფოტომოდელს რაც შეეხება, გვყავს უკრაინელი გოგო იარა და რუსი იანა, მათ ბევრი ითხოვს ფოტოგადაღებებზე, კარგად პოზირებენ, პროფესიონალები არიან.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია