"ჩვენი გულიკო უკეთაა" - ზოოპარკში ვეფხვების მიერ დაგლეჯილი მომვლელის მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის

"ჩვენი გულიკო უკეთაა" - ზოოპარკში ვეფხვების მიერ დაგლეჯილი მომვლელის მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის

თბილისის ზოოპარკის ოფიციალური გვერდი, "ფეისბუქზე" გულიკო ჭიტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს:

"ჩვენი გულიკო უკეთაა. გონს გუშინ მოვიდა და დღეს უკვე პალატაში გამოწერეს. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია. ჭრილობებს უმუშავებენ და შესაბამისი მკურნალობაც უტარდება. გადავეცით თქვენი კეთილი სურვილები. მოვუყევით, როგორ გულშემატკივრობთ, გვწერთ, კითხულობთ და აუჩუყდა გული... ექიმები ძალიან ოპტიმისტურად არიან განწყობილები და თავად გულიკოც ყოჩაღადაა. თავისი პატარა აღსაზრდელები ენატრება. ნეტავ უჩემოდ როგორ არიან მარტა, ტროა და ევაო..." - ნათქვამია თბილისის ზოოპარკის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ზოოპარკში მომხდარი ინციდენტის გამო, ქალბატონ გულიკოს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. სამწუხაროდ, ხელის შენარჩუნება ვერ მოხერხდა და ამპუტაცია გახდა საჭირო. ფეხზე ღრმა ჭრილობების მიუხედავად, ინფექცია არ განვითარდა, რის გამოც ფეხის შენარჩუნება მოხდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია