ლენინის ცხოვრების ოთხი ქალი

ლენინის ცხოვრების ოთხი ქალი

ვლადიმერ ლენინის ცხოვრებაში ოთხი ქალი იყო, რომელიც უყვარდა. მის პირველ სიყვარულსა და მეორე ხანმოკლე რომანზე ბევრი არაფერია ცნობილი. ლენინის ცოლი ნადეჟდა კონსტანტინოვნა კრუპსკაია 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. 14 წლის ნადეჟდა დამოუკიდებლად შოულობდა ფულს, დედას ეხმარებოდა მდგმურების მომსახურებაში. მარქსისტულ წრეზე გოგონამ ვლადიმერ ულიანოვი გაიცნო. ახალგაზრდა მარქსისტზე შთაბეჭდილების მოხდენა მან ვერ მოახერხა. ახალგაზრდას საქმის მეტი არაფერი აინტერესებდა, არც გოგოები.

ილიჩის პირველ სიყვარულთან აპოლონარია იაკუბოვასთან ნადია მეგობრობდა. ისინი პეტერბურგში ერთ მიწისქვეშა ორგანიზაციაში მუშაობდნენ და აგიტაციით იყვნენ დაკავებული. ისინი გამოეწყობოდნენ უბრალო სამოსში და მუშებს შეერეოდნენ იმის გასაგებად, თუ რა მდგომარეობა იყო ქარხნებში. ამ ინფორმაციის საფუძველზე ლენინი ბროშურებს ადგენდა, რომელსაც პროლეტარებს ურიგებდნენ. 1895 წელს ულიანოვმა იაკუბოვას ხელი თხოვა. აპოლონარიამ უარი განაცხადა ცოლობაზე, შემდეგ კი 1913 წელს ტუბერკულოზით გარდაიცვალა.

ნადია ლენინს დიდად არასოდეს უყვარდა, თუმცა თავიდან მის თანხმობას ცოლობაზე, ბავშვივით გახარებული შეხვდა. შესაძლოა, ლენინს ის ბიბლიოთეკა უფრო ახარებდა, რომელიც კრუპსკაიას მზითვებში მოჰყვებოდა. 1898 წელს კრუპსკაია და ულიანოვი დაქორწინდნენ. ნადიას მზითვში დედაც მოჰყვა. ილიჩის მეორე რომანი მაშინ განვითარდა, როდესაც მისი სტატიები გამოჩნდა ფსევდონიმით ”ნ. ლენინი”. ამ ფსევდონიმით წერდა, სხვა ფსევდონიმით ცხოვრობდა. პასპორტი ინგლისელ უილიამ ფრეის სახელზე ჰქონდა და ერთი კონსპირაციული ბინიდან მეორეში ბარგდებოდა. ხანდახან საღამოობით მეგობართან, მიხეილ რუმიანცევთან ერთად რესტორანში დადიოდა. ერთ საღამოს მისი ყურადღება ახალგაზრდა გოგონამ მიიპყრო, რომელიც მეზობელ მაგიდასთან იჯდა.

ელიზავეტა ჭკვიანი, ლამაზი და ბუნებით ცოტა ავანტიურისტი იყო, როგორც იაკუბოვი. მოხიბლულმა ელიზავეტამ საკუთარი სახლი რევოლუციონერების არალეგალური შეკრების ადგილად აქცია. მათი რომანი დიდხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ ისინი მეგობრობას არ წყვეტდნენ, ერთმანეთს ხვდებოდნენ და წერილებსაც წერდნენ.

ყველაზე დიდი კვალი ლენინის ცხოვრებაში ინესა არმანდმა დატოვა. თავის წერილებში ლენინი მას შენობით მიმართავს. მათი ურთიერთობის ისტორია იმდენად რეზონანსული გამოდგა, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ერთ მხარეს იყო ცოლი, მეორე მხარეს კი საყვარელი. თუმცა ეს უკვე ცალკე ისტორიაა.

მომზადებულია pravda.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს