"სიღნაღში დაახლოებით 100 ჰა ვენახი 80-100%-ით განადგურდა"

"სიღნაღში დაახლოებით 100 ჰა ვენახი 80-100%-ით განადგურდა"

"სიღნაღის მუნიციპალიტეტში სეტყვის შედეგად დაახლოებით 100 ჰა ვენახი 80-100%-ით განადგურდა", - ამის შესახებ რადიო "ჰერეთს" გამგებელმა დავით ჯანიკაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, სეტყვას თან ძლიერი ქარი ახლდა, რამაც 1000 ჰექტარამდე თავთავიანი კულტურები დააზიანა.

"ჰერეთის" ინფორმაციით, ყველაზე მეტად სოფელ ხორნაბუჯის მოსახლეობა დაზარალდა, თუმცა სტიქიამ მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურები ხირსაში, ძველ ანაგაში, გუჯაანსა და ტიბაანშიც გაანადგურა.

იხილეთ ვრცლად

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა