ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ დანაშაულთან ბრძოლა მოქალაქეების ღირსების შელახვის გარეშე ხორციელდება

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ დანაშაულთან ბრძოლა მოქალაქეების ღირსების შელახვის გარეშე ხორციელდება

ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ დანაშაულის აღკვეთა და დანაშაულთან ბრძოლა ხორციელდება ჩვენი მოქალაქეების ღირსების შელახვის გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ იმას, რომ დღეს პოლიციელები დაკისრებულ მოვალეობას მაღალი პროფესიონალიზმით, დემოკრატიული სტანდარტების სრული დაცვით ასრულებენ. დღეს ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული პოლიცია არის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების გარანტი. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ დანაშაულის აღკვეთა და დანაშაულთან ბრძოლა ხორციელდება ჩვენი მოქალაქეების ღირსების შელახვის გარეშე. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის. ჩვენი მიზანია, მხოლოდ კანონიერი გზით ვებრძოლოთ დანაშაულს ისე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყანას, ღირსეულ პოლიციელებს ეკადრებათ. ჩვენ დღეს მესამედ აღვნიშნავთ პოლიციელის დღეს. ეს დღე სიმბოლურად ავარჩიეთ, ვინაიდან პირველი რესპუბლიკის პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი დაინიშნა სწორედ მაისის თვეში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და გაიხსენა ნოე რამიშვილი, რომელსაც იცნობდნენ როგორც "რკინის მინისტრს". პრემიერის თქმით, ნოე რამიშვილი იყო ღირსეული პოლიციელი, რომელიც აძლიერებდა ჩვენს ქვეყანას.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."