ქართველებმა სტამბულში 4 მილიონი ლირა გაიტაცეს

ქართველებმა სტამბულში 4 მილიონი ლირა გაიტაცეს

სტამბულში აქსარაის რაიონში მდებარე ერთ-ერთი ბანკიდან მიმდინარე წლის 15 მაისს გატაცებული 4 მილიონი ლირის მძარცველები სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს და ისინი საქართველოს მოქალაქეები აღმოჩდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია გამოძიების მასალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინტერნეტ გამოცემა www.haberturk.com-ის ინფორმაციით, კამერებში კარგად ჩანს, თუ როგორ ძარცვავს ორი პირი სამკერვალო კომპანიის ორ კურიერს, რომლებსაც 800 ათასი ევრო და 600 ათასი დოლარი ბანკიდან გაჰქონდათ. მძარცველებმა მათ თავში მძიმე საგანი ჩაარტყეს და თანხა გაიტაცეს.

შემთხვევიდან ერთ საათში ორივე მძარცველი სათვალთვალო კამერებმა სტამბულის ათათურქის აეროპორტში დააფიქსირეს, ისინი საქართველოსკენ გამოემგზავრნენ.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ