"შატილში სამაშველო ოპერაციისას საჭირო ტექნიკის მიყვანა შეუძლებელი აღმოჩნდა" - ნინო გიორგობიანი

"შატილში სამაშველო ოპერაციისას საჭირო ტექნიკის მიყვანა შეუძლებელი აღმოჩნდა" - ნინო გიორგობიანი

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი შატილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით "ფეისბუქის" პირად გვერდზე ინფორმაციას აქვეყნებს.

"შატილიდან 25 კმ-ში, დაუსახლებელი პუნქტში მეწყერი ჩამოწვა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის თანამშრომლები დაუყონებლივ ჩავიდნენ იმ ადგილზე, სადაც ვერტმფრენის დაშვება იყო შესაძლებელი. აღნიშნული წერტილიდან კი 15 კმ მანძილი ფეხით გაიარეს, თუმცა სამაშველო ოპერაციის დაწყებისთვის საჭირო ტექნიკის მიყვანა, რთული რელიეფის გამო, შეუძლებელი აღმოჩნდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით ერთი პირი, სავარაუდოდ მწყემსი, არის დაკარგული", - წერს გიორგობიანი.

იხილეთ ასევე: ხევსურეთში თოვლის მასის ქვეშ მეცხვარე, 500 სული ცხვარი და 40 სული საქონელია მოყოლილი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია