რას ჰყვება ნინი ონიანი გიორგი ვარდოსანიძესთან ურთიერთობაზე: ''ველოდი, რომ ბოზს დამიძახებდნენ''

რას ჰყვება ნინი ონიანი გიორგი ვარდოსანიძესთან ურთიერთობაზე: ''ველოდი, რომ ბოზს დამიძახებდნენ''

ნინი ონიანი ''კომედი არხზე'' სერიალში თამაშობს, სადაც საცურაო კოსტიუმშია გამოწყობილი. ამბობს, რომ სხეულის გამოჩენის პრობლემა არ აქვს, რადგან იცის, რომ ლამაზია. პირველად ეკრანზე სერიალ ''დეტექტივებში'' თამამ სცენებში გამოჩნდა, თუმცა მაშინ მის შესახებ ბევრმა ვერ გაიგო. პოპულარული რამდენიმე თვის წინ გახდა, რასაც მისი და გიორგი ვარდოსანიძის შესახებ გავრცელებული ჭორიც დაემატა.

- ნინი, პროფესიით ფარმაცევტი ხარ. გული არ გწყდება, რომ ამ პროფესიის შესწავლაში დრო უქმად დაკარგე?

- არ მწყდება, რადგან სტუდენტობისას მივხვდი, რომ ჩემი საქმე არ იყო და სწავლას თავი დავანებე. ბავშვობიდან ხელოვნება და შემოქმედება მიზიდავდა და საბოლოოდ აქ ვიპოვე ჩემი თავი.

- პოპულარობა შენთან მალევე მოვიდა. ალბათ იმიტომ, რომ შიშველს თამაში არ გიჭირს.

- ვერ ვიტყოდი, რომ მალე მოვიდა. პოპულარული ბოლო ერთი წელია, რაც გავხდი. სერიალ ''დეტექტივებში'' ვთამაშობდი აბსოლუტურად შიშველი. იყო სცენები ქალთანაც და მამაკაცთანაც. მას მერე ასეთი გულახდილი არც ფოტოები გადამიღია და არც როლი მითამაშია. სერიალში თამაშს სკანდალი არ მოჰყოლია. ყველაფერმა მშვიდად და წყნარად ჩაიარა, რაც ძალიან გამიხარდა. ველოდი, რომ, როგორც წესი, 2000 კაცი მოვარდებოდა ჩემს სახლთან და წამეჩხუბებოდნენ, ჩათლახსა და ბოზს დამიძახებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. მას შემდეგ პატარა როლები შევასრულე, მაგრამ პოპულარობა მოვიდა ახლა, არ ვიცი, რატომ მოხდა ასე.

- არ იყო რთული პირველივე ჯერზე ეროტიკული როლის შესრულება?

- ძალიან რთულია, ბევრს ვკითხულობდი კინოსა და მსახიობებზე. ასეთ როლებში თამაში მსოფლიო დონის მსახიობებსაც უჭირთ. ნიკოლ კიდმანი არ იხდის და ანჯელინა ჯოლის გაუჭირდა თავის დროზე მკერდის გამოჩენა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოსა და იმ გუნდს, სადაც მუშაობ. გამიმართლა, რომ შემხვდა ძალიან კარგი რეჟისორი და კარგი გუნდი. არც ერთი წამით არ მიგრძნია მათგან, კასტინგიდან მისული არაპროფესიონალი მსახიობი რომ ვიყავი, რომელმაც უბრალოდ გაიხადა. პირველი ნაბიჯები იყო რთული, მერე კომპლექსები მომეხსნა.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენ და გიორგი ვარდოსანიძე ერთად ხართ. ბევრი უარყოფითი კომენტარი დაიწერა შენი მისამართით. წერდნენ, რომ ორი ადამიანის შუაში ჩადექი.

- ჯერ ერთი, როცა გიორგი გავიცანი, ის და სალომე ჭაჭუა ერთად უკვე აღარ იყვნენ. გიორგის დაახლოებით ორი თვის წინ შევხვდი პირველად. ბევრი საერთო ნაცნობი გვყავს. დავმეგობრდით და ერთი-ორჯერ მეგობრებთან ერთად გასართობად წავედით, რასაც მოჰყვა ჭორები. მეგობრობის გარდა ჩვენ შორის არაფერი ხდება. რომც ხდებოდეს, ხმამაღლა მაინც არაფერს ვიტყვი. მერე ბევრი იჭრება პირად ცხოვრებაში და ურთიერთობებს აფუჭებენ. მე და გიორგი ახალი დამეგობრებულები ვართ და ჭორი, რომ ვინმეს შორის ჩავდექი, აბსურდულია. მსგავსი რამ არასოდეს გამიკეთებია. სხვისი კაცი და ქალი კი არა, ცხვირსახოცი არ მჭირდება.

- როგორ მიიღე ეს ჭორი?

- დამირეკეს შოუებიდან და მითხრეს, მოდი და მოგვიყევი, რა ხდებაო. უსიამოვნოა, რომ არაფრისგან ხანდახან დიდ რაღაცას ქმნიან. როდესაც ამ სფეროში ვაპირებდი შემოსვლას, ვიცოდი, რომ ბევრი არასასიამოვნო რამ შეიძლება დაწერილიყო ჩემზე. რაღაც სიმართლე იქნებოდა, რასაც ჩემზე იტყოდნენ და უმეტესობა შეიძლება ტყუილი ყოფილიყო, მაგრამ ამ ყველაფრისთვის მზად ვიყავი. ჭორები არ მაღიზიანებს, რადგან ყველაზე წერენ. ერთადერთი, რაც ძალიან არ მომწონს, ისაა, როდესაც ჩემი ოჯახის წევრს ან ჩემს მეგობარს ეხებიან. დედაჩემზე რომ ცუდი რამ თქვას ვინმემ, მძაფრი რეაქცია მექნება.

- რას გულისხმობ?

- ვიღაცამ ჩემზე დაწერა, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ქალია, რაშიც დედამისი უწყობს ხელსო. ასეთ რამეს რომ წერ, ვინც უნდა იყო, ჯერ საკუთარ თავს უნდა სცე პატივი. შურიანი და ბოღმა ხარ, გასაგებია და ჩემზე დაწერე, მაგრამ დედაჩემსა და ჩემს მეგობრებს სიბინძურეში ნურავინ გახვევს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება