ლომისობაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ახალი დეტალებია ცნობილი - რა ვითარებაში დაშავდა 20-მდე ადამიანი

ლომისობაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ახალი დეტალებია ცნობილი - რა ვითარებაში დაშავდა 20-მდე ადამიანი

ლომისობის დღესასწაულზე 20-მდე ადამიანი დაშავდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, უამინდობისა და რთული რელიეფის გამო ლომისობის დღესასწაულზე 20-მდე ადამიანი დაშავდა. დაზიანებები უმეტეს შემთხვევაში სველ ბალახზე ფეხის დაცურების შედეგად მიიღეს.

"მლეთაში დილის ექვსი საათიდან მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 45 მაშველი, რომელიც სოფელ მლეთიდან სალოცავამდე გადანაწილებულები არიან სხვადასხვა ადგილებში. ამ დროისთვის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მაშველების მიერ ჩამოყვანილია 18 დაზარალებული სხვადასხვა დაზიანებებით. ასევე იპოვეს ორი მცირეწლოვანი ბავშვი, რომლებიც ნისლში დაიკარგნენ. ისინი უვნებლად მიუყვანეს მშობლებს", - განაცხადა სამაშველო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სოფიო კობაიძემ.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტების მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. მაშველები ამ დრომდე ადგილზე რჩებიან.

სქრინი| "მოამბე", "პირველი არხი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია