"ღარიბაშვილს რომ ვუყურებ, მგონია დღემდე საპნით იბანს თავს და პიცა ღმერთების საჭმელი ჰგონია"

"ღარიბაშვილს რომ ვუყურებ, მგონია დღემდე საპნით იბანს თავს და პიცა ღმერთების საჭმელი ჰგონია"

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მარიხუანას დეკრიმინალიზაციის კატეგორიული წინააღმდეგია. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს იქნება საქართველოს ნარკოპოლიტიკის აბსოლუტურად გადახედვა.

პრემიერის განცხადებას Facebook-ზე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი გოგა ხაჩიძე.

"ამ ჩვენს პრემიერს რომ ვუყურებ, მგონია დღემდე საპნით იბანს თავს და პიცა ღმერთების საჭმელი ჰგონია.

ვინმე ამტკიცებს, რომ მარიხუანას მოწევა სასარგებლოა და ბორჯომის ჰაერს სჯობიაო?!

ალკოჰოლის სმა და სიგარეტის მოწევა ხომ რას ამბობ გვაჯანსაღებს, მაგრამ ამის გულისთვის ციხეში ხომ არ ვსვამთ?!

რა შუაშია მთა და დემოგრაფია?!

რას დემაგოგობ?!

არ დავიჭიროთო!

მეტი არაფერი!

მარიხუანას მოწევის გამო დავაჯარიმოთ, მაგრამ ციხეში არ ჩავსვათ და კრიმინალად არ გამოვაცხადოთო!

ჩვენ დროს რატომ არ გავაკეთეთ?...

არაფერი არ არსებობდა, არც პოლიცია, არც კონტროლი, არც სახელმწიფო და კიდევ ბევრი რამ...

და როცა უკვე არსებობდა და მაინც არ გადავდგით ეს ნაბიჯი - შეცდომა იყო!

მერე?!...

ახლა რა გვიშლის ხელს?!

არყით გაჟღენთილი, გულისპირზე გადმორწყეული, რუსთაველზე მობარბაცე ადამიანი რომ სრულიად ლეგალური არსებაა და თავისთვის დაბოლილი ადამიანი - კრიმინალი.

ნუ სპეკულირებ უაზრობებით!...

არ დაჭერაზე, კრიმინალად არ გამოცხადებაზე, ციხეში არ ჩასმაზეა ლაპარაკი და არა იმაზე, რომ სასარგებლოა, ან საჭირო და ვინმე ქუჩა-ქუჩა აპირებს სიარულს და მარიხუანას მოწევას", - წერს ხაჩიძე.

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, პრემიერის შეფასებით, მარიხუანას დეკრიმინალიზაცია მომავალი თაობისთვის სავალალო შედეგებს მოიტანს. "მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე პირადად მე მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს და გუნდშიც, ვიცი, რომ ამ საკითხზე საერთო აზრი არ არის. ეს იქნება ჩვენი ნარკოპოლიტიკის აბსოლუტურად გადახედვა. ამიტომ შედეგებს სჭირდება ძალიან კარგი გააზრება. ახალგაზრდები ამ საკითხზე ემოციურად საუბრობენ, მაგრამ ეს არის ძალიან პრინციპული თემა. ჩვენ ვალდებულები ვართ, სავალალო შედეგებზე დავფიქრდეთ და გავიაზროთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."