დღის ფოტო: "ძალა ერთობაშია" - თამაზ ელიზბარაშვილის დატბორილი თავშესაფრის დასახმარებლად მოქალაქეები გამოვიდნენ

დღის ფოტო: "ძალა ერთობაშია" - თამაზ ელიზბარაშვილის დატბორილი თავშესაფრის დასახმარებლად მოქალაქეები გამოვიდნენ

თბილისში, სვანიძის ქუჩაზე მდებარე თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარი, სადაც 450 ძაღლი და ათი დათვი ჰყავთ შეფარებული, გუშინ, ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალდა. თავშესაფარი ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა, რის შედეგადაც 12 ძაღლი დაიხრჩო. თავშესაფრის მეპატრონემ, დახმარება მოქალაქეებს სთხოვა, რის შემდეგადაც უამრავმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი, გადარჩენილ ცხოველებს დახმარებოდა:

"რომ იტყვიან, ქუდზე კაცი გამოვიდა!

დაგვავალეთ რაც გინდათ, რაც შეგვიძლია თქვენს გვერდით ვართო...

განურჩევლად ასაკისა და სქესისა, მოდის ყველა ცრემლიანი თვალებით...

ჩვენი ბინადრების ბედით ძალიან ბევრი დაინტერესდა...

მეგობარი ჭირში იცნობაო...

ჩვენ თქვენმა თანადგომამ გაგვაძლიერა!

მადლობა ყველას!" - ნათქვამია თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფრის ოფიციალურ გვერდზე.

ლევან ალაფიშვილი: შემაშფოთებელია, რომ ცვლილებები კანონში კონკრეტული კომპანიის, „კავკასუს ონლაინის“ მიმართ ღონისძიებების გასატარებლად მიიღეს

"სკოლა თავად აირჩევს სწავლების მოდელს" - გადაიდება თუ არა სწავლის დაწყება და რა ცვლილებები ელით მოსწავლეებს?

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 10 პირის ინფიცირების წყარო უცნობია